შინაარსზე გადასვლა

მამისიმედ ხარანაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრწანისის ბრძოლა (1795)

მამისიმედ ხარანაული — ქართველი სახალხო გმირი. კრწანისის ბრძოლისა (1795) და მთიულეთის აჯანყების (1804) მონაწილე.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამისიმედს მოუწია აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლა კრწანისის ომში. როგორც ცნობილია, ერეკლე მეფის გადაწყვეტილებით, მამისიმედი თავისი ლაშქრით მოწინავე რაზმში ჩარიცხულა.

1804 წლის აჯანყების უშუალო წამომწყებლებმა (ლევან ნაზღაიძე, შიო ბურდული) კარგად იცოდნენ ამ პიროვნების შესახებ და დახმარება სთხოვეს მას. თავის მხრივ, მამისიმედმა გუდამაყარში თავი მოუყარა ფშავ-ხევსურებს. მთიელ გლეხთა აჯანყება წარმოადგენდა პირველ მასობრივ გამოსვლას მეფის რუსეთის წინააღმდეგ. პავლე ციციანოვიც კი გააკვირვა მთიელების 4000 კაციანი რაზმის ბრძოლამ, რომლის ერთ-ერთი მეთაური მამისიმედ ხარანაული იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]