მალიჰა ლოდჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალიჰა ლოდჰი
პაკისტანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 თებერვალი, 2015[1][2]
პრეზიდენტი  მამნუნ ჰუსეინი
პრემიერ-მინისტრი  ნავაზ შარიფი
წინამორბედიმასუდ ხანი

პაკისტანის უმაღლესი კომისარი დიდ ბრიტანეთში[3]
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 2003 – 14 ივნისი, 2008[1][4][2]
პრეზიდენტიფერვეზ მუშარაფი
წინამორბედიაბდულ ქადირ ჯაფერი
მემკვიდრევაჯიდ შამსულ ჰასანი

პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში[1][3][4]
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 1999 – 4 აგვისტო, 2002[1][2][5]
წინამორბედირიაზ ხოხარი
მემკვიდრეაშრაფ კაზი

პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში[1][3][4]
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 იანვარი, 1994 – 30 იანვარი, 1997[5]
წინამორბედიაბიდა ჰუსეინი
მემკვიდრერიაზ ხოხარი

დაბადებული15 ნოემბერი, 1952
ლაჰორი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის სახალხო პარტია
საქმიანობადიპლომატი, პოლიტოლოგი, პედაგოგი, პუბლიცისტი
რელიგიაისლამი

მალოჰა ლოდჰი[6][7], ზოგჯერ მოიხსენიება როგორც მალიჰა ლოდი[8][9][10] (ურდუ مليحه لودهى; დ. 15 ნოემბერი, 1952, ლაჰორი, პაკისტანი[11][12]) — პაკისტანელი პუბლიცისტი, პოლიტოლოგი, განათლების მოღვაწე და დიპლომატი[3][4]. პაკისტანის ელჩი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში[3][4], 2015 წლის თებერვლიდან — პაკისტანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში (პირველი ქალი ამ თანამდებობაზე)[13].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალიჰა ლოდჰი დაიბადა საშუალო კლასის ოჯახში, მისი მამა იყო ყოფილი საზღვაო ოფიცერი, შემდეგ ჩაერთო ნავთობის ბიზნესში და ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობა ბრიტანულ-პაკისტანურ ნავთობკომპანია „Attock Oil Co.“-ში[11]. დედამისი იყო ჟურნალისტი, ჰქონდა მიწვევა სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო ოჯახისა და შვილების სასარგებლოდ.

მალიჰამ საშუალო განათლება მიიღო ლაჰორში, კარაჩიში და რავალპინდის კათოლიკურ სკოლაში[12]. ამის შემდეგ გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. 1972 წელს შევიდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათ სკოლაში, რომელიც ბაკალავრის ხარისხით დაასრულა 1976 წელს. შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემზე: „ბჰუტო, პაკისტანის სახალხო პარტია და პაკისტანის პოლიტიკური განვითარება 1967-1977 წლებში“ და 1980 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პოლიტოლოგიაში.

მცირე ხნის განმავლობაში კაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს, 1980-1985 წლებში ასწავლიდა პოლიტოლოგიასა და პოლიტიკურ სოციოლოგიას საკუტარ ალმა-მატერში[14]. ამავე პერიოდში ცოლად გაჰყვა ლონდონელ ბანკირს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ დაშორდა, მისგან დარჩა შვილი ფეისალი.

1986 წელს პაკისტანში დაბრუნების შემდეგ დაკავდა ჟურნალისტური საქმიანობით, თანამშრომლობდა ინგლისურენოვან გაზეთ „The Muslim“-თან. რამდენიმე წელი ეკავა მთავარი რედაქტორის თანამდებობა, ხოლო მოგვიანებით მონაწილეობდა უმსხვილესი ინგლიურენოვანი გაზეთის „The News International“-ის ჩამოყალიბებაში. ითვლება, რომ ჟურნალისტურმა მოღვაწეობამ და ლოდჰისთან კავშირმა დიდი როლი ითამაშა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენაზირ ბჰუტოს დაბრუნებაში[11], ამავე დროს მალიჰა ლოდჰი არ ითვლებოდა ბენაზირ ბჰუტოს აპოლოგეტად და გამოირჩეოდა მის მიმართ მკაცრი კრიტიკით[11].

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1993 წელს, როდესაც ბენაზირ ბჰუტოსაგან მიიღო შეთავაზება დაეკავებინა აშშ-ში პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა[11]. 1997 წლამვე ელჩის თანამდებობაზე დარჩა. აღნიშნული თანამდებობა ეკავა ასევე 1999-2002 წლებში. მოგვიანებით გაიგზავნა ლონდონში უმაღლესი კომისრის (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანალოგი თანამეგობრობის ქვეყნებში) რანგში. ამერიკის ელჩის მეორე კადენციის პერიოდში მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი. ტერაქტის შემდგომ პერიოდში მისი დამსახურებით პაკისტანი ამერიკის პარტნიორად იქცა[12].

2015 წლის სექტემბრიდან მალიჰას უკავია გაეროში პაკისტანის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა[15][16].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Pakistan appoints journalist Maleeha Lodhi as UN envoy en. Business Standard, со ссылкой на агентство «Синьхуа» (2014-12-15). ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  2. 2.0 2.1 2.2 Appointment of Dr. Maleeha Lodhi as Permanent Representative of Pakistan to the United Nations en. Embassy of Pakistan, Santiago, Chile (2014-12-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Alice Thomson. (2003-09-27) Moderate voice of Islam en. The Telegraph. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Dr. Maleeha Lodhi en. Harvard IOP (2008). ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  5. 5.0 5.1 List of Ambassadors Served in the Embassy of Pakistan Washington D.C en. Embassy of the Islamic Republic of Pakistan, Washington D.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-21. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  6. Ариф Заман, Глава 7: Глобализация, международные отношения и ответственность, Репутационный риск: управление в целях создания стоимости, Olympus Business, 2008, isbn 9785969300927
  7. Конец американского мирового порядка. inoСМИ.Ru (2014-06-10). ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  8. Стив Фейнару. (2002-07-11) США депортировали 131 пакистанца секретным рейсом. Коммерсант.ru, со ссылкой на The Washington Post. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  9. США частично приостановили военную помощь Пакистану. Русская служба BBC (2011-07-11). ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  10. Пакистан передал ООН доказательства поддержки Индией террористов. ТАСС (2015-10-02). ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 John-Thor Dahlburg. (1994-04-05) Profile: New Envoy Aims to End Pakistan's 'Rogue' Image : Maleeha Lodhi's credentials include an eye for power, a blue-blood pedigree, a career in journalism and a thousand-watt smile en. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2015-11-03.
  12. 12.0 12.1 12.2 Jane Perlez. (2007-08-04) A Pakistani Envoy in Britain Defuses Cultural Land Mines en. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-11-04.
  13. Economic Diplomacy will increase Foreign Investment in the country en. Ministry of Planning, Development and Reform. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  14. Advisory Board en. Centre for Governance and Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-10. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  15. Pakistan tells UN to address root causes for eliminating terrorism en. Pakistan Today (2015-03-07). ციტირების თარიღი: 2015-11-04.
  16. Tahir Khan. (2015-03-17) No military solution to conflict, Maliha Lodhi tells Afghan Taliban en. Tribune: The Express. ციტირების თარიღი: 2015-11-04.