მაკედონიის შეიარაღებული ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაკედონიის შეიარაღებული ძალები
Flag of Macedonia.svg
MacedonianArmyLogo.svg
მაკედონიის შეიარაღებული ძალები
Армија на Република Македонија
დაარსდა 1991 წელს
ამჟამინდელი სახით 1991 წლიდან
შტაბი სკოპიე, მაკედონია
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები/არმია არმია
სამხედრო-საჰაერო ძალები სამხედრო-საჰაერო ძალები
სპეციალური ძალები სპეციალური დანიშნულების რაზმი
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი გეორგე ივანოვი
მინისტრი ზორან იოლევსკი
მინისტრის წოდება მაკედონიის თავდაცვის მინისტრი
გენერალური შტაბის მეთაური გორანცო კოტესკი
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18[1]
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის 532,856 მამაკაცი (16-49 წწ)[1]

513,684 ქალი (16-49 წწ) [1]

ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის 444,247 მამაკაცი (16-49 წწ)[1]

427,556 ქალი (16-49 წწ) [1]

ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს 16,144 მამაკაცი (16-49 წწ)[1]

14,920 ქალი (16-49 წწ) [1]

აქტიური სამხედრო პერსონალი 30,000
სარეზერვო სამხედრო პერსონალი 70 000
ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი 300 000 000 $ (2013)[2]
მშპ-ის პროცენტი 2,5% (2010)[1]
საგარეო მომწოდებლები უკრაინის დროშა უკრაინა
სერბეთის დროშა სერბეთი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
თურქეთის დროშა თურქეთი

მაკედონიის შეიარაღებული ძალები (მაკედ: Армија на Република Македонија) — მაკედონიის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს მაკედონიის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია (Армија, Armija), სამხედრო-საჰაერო ძალები (Воено Воздухопловство, Voeno vozduhoplovstvo), სპეციალური დანიშნულების რაზმი „მგლები” (Волци, Volci)).

2006 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონიის რესპუბლიკის სამხედრო ისტორია იწყება მეორე მსოფლიო ომიდან, როდესაც ეთნიკური ჯგუფები მაკედონიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უახლესი კონტინენტური მასშტაბის დაპირისპირება კი, ალბანელებთან თანამედროვე ეთნიკურ კონფლიქტია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს მაკედონიის შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა. თავდაპირველად შეიარაღებულ ძალებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ოთხი დაზიანებული ტანკი T-34 და გარკვეული რაოდენობის იარაღი გააჩნდა. მაკედონიამ თანამედროვე შეიარაღება ბულგარეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძინა და საჩუქრად მიიღო. მაკედონიის არმია იბრძოდა 1999 წელს ნატოს ძალების შემადგენლობაში , 2001 წელს შიდა კონფლიქტსა და, ასევე, ერთეულ ბრძოლებში ერაყსა და ავღანეთში ამერიკის მხარეს. 2006 წლიდან გაუქმდა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა და შეიარაღებული ძალები მთლიანად პროფესიონალურ არმიად იქცა. მაკედონიის შეიარაღებულ ძალებში „ნატოს“ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობანი რეფორმები გატარდა.

ხელმძღვანელობა და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონიის სამხედრო ძალებს ქვეყნის პრეზიდენტი გეორგე ივანოვი, თავდაცვის მინისტრი ზორან იოლევსკი მეთაურობს. შეიარაღებული ძალების უშუალოდ გენერალური შტაბის მეთაური გორანცო კოტესკი მართავს.

აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატრანსპორტო საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატრანსპორტო საშუალება ფოტო მწარმოებელი ქვეყანა ტიპი ვერსია რაოდენობა შენიშვნა
ლოჯისტიკა და დაჯავშნული სატრანსპორტო მანქანები
HMMWV დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ სამხედრო მსუბუქად დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალება 56 41 ერთეული მიღებულია, როგორც შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება
Land Rover Defender დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო სატრანსპორტო საშუალება 42
Otokar Cobra დროშა: თურქეთი თურქეთი სატრანსპორტო საშუალება 1 უსასყიდლოდ გადასცა თურქეთმა
Iveco იტალიის დროშა იტალია საშუალოდ შეჯავშნული სატვირთო საშუალება 44
DAF დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები საშუალოდ შეჯავშნული სატვირთო საშუალება 126
სატვირთო M35/44 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ საშუალოდ შეჯავშნული სატვირთო საშუალება 150 შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება
სატრანსპორტო საშუალება ფოტო მწარმოებელი ქვეყანა ტიპი ვერსია რაოდენობა შენიშვნა
დაჯავშნული საბრძოლო მანქანები
BMP-2 დროშა: სსრკ სსრკ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა 11
MT-LB დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 11
BTR-80 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 12 იყენებს სპეციალური დანიშნულების ძალები
BTR-70 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 60
TM-170 "Hermelin" დროშა: გერმანია გერმანია ჯავშანტრანსპორტიორი 115 მოდიფიცირებულია Eurokompozit-ის მიერ

პრილეპი http://www.eurokompozit.mk/

ELBO Leonidas-2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ჯავშანტრანსპორტიორი 10 სარეზერვო
M113 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჯავშანტრანსპორტიორი 30 სარეზერვო
ტანკი
T-72 დროშა: სსრკ სსრკ მთავარი საბრძოლო ტანკი 31

არტილერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტილერია ფოტო მწარმოებელი ქვეყანა ტიპი ვერსია რაოდენობა შენიშვნა
არტილერია
BM-21 Grad დროშა: სსრკ სსრკ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 12
M2A1 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჰაუბიცა 36 შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება
M-30 დროშა: სსრკ სსრკ ჰაუბიცა 108 ბულგარეთის სამხედრო დახმარება
M-63 "Plamen" დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 12

ნაღმტყორცნები- სულ 700, ex-JNA, ტიპი- 60მმ M57; 81/82მმ M37; 81/82მმ M69; 120მმ M43.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 CIA - The World Factbook -- Macedonia. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 November 2009. წაკითხვის თარიღი: 2009-11-21.
  2. NationMaster - Macedonian Military statistics. NationMaster. წაკითხვის თარიღი: 2009-11-21.