მაიორდომი
იერსახე
მაიორდომი (გვიანდელი ლათ. major domus — სახლის უფროსი) — უმაღლესი თანამდებობის პირი მეროვინგების (V საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის შუა წლები) ფრანკთა სახელმწიფოში. თავდაპირველად მაიორდომს მეფე ნიშნავდა, იგი სათავეში ედგა სასახლის მმართველობას. ფეოდალიზაციის პროცესში სამეფო ხელისუფლების დასუსტების შედეგად მაიორდომის ფუნქციები გაფართოვდა. VII საუკუნეში მაიორდომმა — ქვეყნის უმსხვილესმა მიწათმფლობელებმა — ფაქტობრივად ხელთ იგდეს სახელმწიფო ძალაუფლება. განსაკუთრებით აღზევდნენ მაიორდომები პიპინიდების საგვარეულოდან. ერთმა მათგანმა, პიპინ მოკლემ, 731 ხელთ იგდო სამეფო ტახტი და საფუძველი ჩაუყარა კაროლინგების დინასტიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 366.