მაიორატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაიორატი (ფრანგ. Majorat) — ფრანგული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მემკვიდრეობის ფეოდალურ წესს, რომლის მიხედვითაც ქონება მთლიანად გადადის უფროსი ვაჟიშვილის ან გვარში უფროსი მამაკაცის ხელში. ის ასევე შეიძლება აღნიშნავდეა ამ წესით მიღებულ მამულს.[1]

ეს წესი გავრცელდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და უზრუნველყოფდა დინასტიის მიერ დაგროვილი ქონების დანაწევრებისგან დაცვას. ეს უფლება დაცული იყო საფრანგეთის კანონით და ოფიციალურად 1848 წელს გაუქმდა.[2]

ხანდახან თუ პიროვნება ქონებას ვერ ღებულობდა მას ტიტულიც არ გადაეცემოდა.[3] მაიორატის წესის გავლენა საზოგადოებასე ხშირად იყო ხელოვანებისინტერესის სფერო, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ონორე დე ბალზაკი.[4]

პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში მაიორატის წესს ერქვა ordynacja და XVI საუკუნის ბოლოს მეფე სტეფან ბატორმა შემოიღო. ordynacja საკმაოდ გვიან, უკვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში მიწის რეფორმის შედეგად გაუქმდა.

პორტუგალიაში მსგავს წესს morgadio ერქვა. morgadio-ს მფლობელს ერქვა morgado ან morgada თუ ქალი იყო. ერთ ერთი პირობა morgadio-ს მიღების იყო მფლობელის გვარის და გერბის მიღება. morgadio-ების აკუმულირება ხდებოდა ქორწინებების საშუალებებით, რის გამოც იყო გამოწვეული პორტუგალიელ თავადების მიერ გრძელი (რამდენიმე) გვარის ტარების ტრადიცია. Morgadios 1863 წელს გაუქმდა.

ესპანეთში ცნობილი იყო როგორც mayorazgo და 1505 წლიდან 1820 წლამდე წარმოადგენდა კასტილიი კანონის (Leyes de Toro) ნაწილს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. William Burge gives a full account of the French laws between Napoleon and 1838 in his Commentaries on colonial and foreign laws: generally, and in their conflict with each other, and with the law of England, Volume 2, 1838, Saunders and Benning, 1838, online from google
  3. Burges, 207-208
  4. Butler, Ronnie, Balzac and the French Revolution, pp. 113-120, 1983, Taylor & Francis, ISBN 0389204064, 9780389204060, google books