მაინცის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაინცის ტაძარი

მაინცის საკათედრო ტაძარი, ასევე წმინდა მარტინის საკათედრო ტაძარი (გერმ. Mainzer Dom, ან Der Hohe Dom zu Mainz) — მდებარეობს ქალაქ მაინცის ისტორიულ ცენტრში, საბაზრო მოედანზე; მაინცის ეპისკოპოსის საბრძანებელი.

კათედრალი ძირითადად რომანულ სტილშია, თუმცა ექსტერიერზე გვიანდელმა დამატებებმა საუკუნეების განმავლობაში მას სხვადასხვა არქიტექტურული მიმდინარეობების კვალი დააჩნია.

თავდაპირველად წმ. იოანეს სახელობის ეკლესია, შემდეგ კი წმ. სალვატორესი არქიეპისკოპოსმა ჰატო I-მა 911 წელს აკურთხა და ის მაინცის ეპისკოპოსის საკათედრო ტაძარს წარმოადგენდა 975 წელს მაინცის არქიეპისკოპოსად ვილიგისის დანიშვნამდე.

ვილიგისის დროს ქალაქი მაინცი ეკონომიკურად აყვავდა. ვილიგისი ერთერთი ყველაზე გავლენიანი მთავარი გახდა, ხოლო 991-994 წლებში იმპერიის რეგენტის კი გახდა. მისი ბრძანებით დაიწყო პრე-რომანული სტილის კათედრალის მშენებლობა. ეს ახალი და შთამბეჭდავი შენობა ვილიგისის წარმოდგენით მაინცს მეორე რომის სტატუსს მიანიჭებდა.

ამ ახალ კათედრალს ორი ეკლესიის ფუნქცია უნდა მიეღო: ძველი კათედრალისა და წმ. ალბანის ეკლესიისა, რომელიც უდიდესი იყო იმ არემარეში და ბენედიქტელთა სააბატოს ეკუთვნოდა, სადაც ეპისკოპოსები და სხვა წარჩინებულები იკრძალებოდნენ, მათ შორის ფასტრადა, შარლემანის მეუღლე. სინოდთა უმრავლესობა წმ. ალბანის სააბატოში იმართებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans-Jürgen Kotzur (Hrsg.): Der verschwundene Dom – Wahrnehmung und Wandel der Mainzer Kathedrale im Lauf der Jahrhunderte, Universitätsdruckerei H. Schmidt, Mainz 2011, ISBN 978-3-935647-54-0
  • Stiftung Hoher Dom zu Mainz: Der Dom zu Mainz, Universitätsdruckerei H. Schmidt, Mainz, Erstausgabe Oktober 2009, ISBN 978-3-935647-46-5
  • Josef Heinzelmann: Mainz zwischen Rom und Aachen. Erzbischof Willigis und der Bau des Mainzer Doms. In: Jahrbuch für westdeutsche Landesgeschichte, Koblenz 2004, S. 7–32
  • Franz Dumont, Ferdinand Scherf, Friedrich Schütz (Hrsg.): Mainz. Die Geschichte der Stadt. 2. Auflage. Philipp von Zabern, Mainz 1999, ISBN 3-8053-2679-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: