მაილზ დეივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაილს დევისი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაილზ დეივისი
Miles Davis by Palumbo.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაილზ დიუი დეივის III
დაბ. თარიღი 26 მაისი, 1926 (1926-05-26) (90 წლის)
ოლტონი, ილინოისი, [აშშ]
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი, 1991 (65 წლის)
სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, მძიმე ბოპი, ბიბოპი, კულ-ჯაზი, მოდალ ჯაზი, ჯაზ ფიუჟენი, მესამე ტალღა, ჯაფ-ფანკი, ჯაზ-რეპი[1][2]
საქმიანობა ბენდის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი, მესაყვირე, შემსრულებელი
აქტიური 1944–1975, 1980–1991
ლეიბლ(ებ)ი Capitol Jazz/EMI, Columbia/CBS, Warner Bros. Dial Records
ასოციაციები ბილი ეკსტაინი, ჩარლი პარკერი, მაილზ დეივისის კვინტეტი, გილ ევანსი
საიტი ოფიციალური საიტი

მაილზ დეივისი (სრული სახელი: მაილზ დიუი დეივის III, ინგ. Miles Dewey Davis III) (26 მაისი, 1926 - 28 სექტემბერი, 1991) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი.

საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი, დეივისი ფორფოსტი იყო თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული ბიბოპ სტილის კომპოზიციები და გამოუშვა კულ-ჯაზის პირველი ჩანაწერები. ის მოდალური ჯაზის განვითარების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, ხოლო ჯაზ-როკი კი მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში.

თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომელზეც დეივისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მისსავე მრავალრიცხოვან ბენდებთან ცოცხალ შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დეივისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დრო და დრო კონფრონტაციული, პიროვნებით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დეივისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო იყო.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fadoir, Nick, "Jazz and Hip Hop: You Know, for Kids", The Big Green, Michigan State University, October 15, 2009.
  2. Considine, J.D., "Jazz And Rap A Jarring Mix", The Baltimore Sun, July 6, 1992