მაიევტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაიევტიკა (ბერძ. μαιευτική — „ბებიაქალის ხელობა“) — სოკრატეს პედაგოგიური მეთოდი. მაიევტიკა ემყარება წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი პირდაპირ ვერ გადასცემს მნიშვნელოვან ცოდნას და ჭეშმარიტებას მოწაფეს, არამედ მას შეუძლია მოწაფეში დაფარული ამ ცოდნის გამჟღავნება შეკითხვების დასმის გზით.

მეთოდის არსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიევტიკის იდეა გამოთქმულია ძვ. წ. IV საუკუნის ფილოსოფოსის, პლატონის დიალოგებში — „მენონი“, „ნადიმი“, „ფედონი“, „თითეტუსი“.

„ნადიმში“ სოკრატე ამტკიცებს, რომ მოწაფე არ არის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც მასწავლებელმა ცოდნით უნდა აავსოს: „კარგი იქნებოდა, რომ სიბრძნე იყოს წყალივით, რომელიც ყოველთვის გადადინდება სავსე თასიდან ცარიელში, როდესაც მას ტყავის ძაფზე გადაატარებ“.[1] არამედ, მასწავლებელმა მოწაფის სწავლებისთვის მეანის ფუნქცია უნდა შეასრულოს. “თეეტეტში” სოკრატე ამას შემდეგნაირად ხსნის: „ჩემი ხელობა ძალიან ჰგავს მეანისას; ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩემი პაციენტები არიან მამაკაცები და არა ქალები და ჩემს საზრუნავს წარმოადგენს არა სხეული არამედ სული, რომელიც დაბადების წვალებაში იმყოფება“.[2] სოკრატეს აზრით, მასწავლებლის ამოცანაა დაუსვას მოწაფეს ისეთი კითხვები, რაც მასში დაფარულ ცოდნას გაამჟღავნებს.

სოკრატეს იდეა, რომ ის ასრულებს მეანის როლს, გამომდინარეობს პლატონის „გახსნების თეორიიდან“ (anamnesis), სადაც პლატონი ავითარებს ორფეოსის მითის იდეას სულის უკვდავებისა და ყოვლისმცოდნეობის შესახებ, რომელიც მას ავიწყდება ყოველ შემდეგომ ცხოვრებაში რეინკარნაციის შედეგად. ჭეშმარიტებები, რომელიც სულმა იცის, დავიწყებულია თითოეულ ინდივიდში, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია ცხოვრებაში შეხსენებების მეშვეობით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პლატონი, „ნადიმი“ (175 d4-e1)
  2. პლატონი, „თეეტეტი“ (149 e-150d)