მავრ პიასეცკი
მავრ იაკობის ძე პიასეცკი (დ. 14 სექტემბერი, 1912 — გ. 1977) — მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს სოხუმის თეატრში, მუშაობდა ბრიანსკის, ვორონეჟის თეატრებში, 1936-1995 და 1958-1977 — თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში. იყო ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. თანაბარი ოსტატობით ასახიერებდა სახასიათო-ყოფით, კომედიურ და დრამატულ როლებს: მონახოვი (მაქსიმ გორკის „ბარბაროსები“), ბაბუა (ვ. შუქშინის „თვალსაზრისი“), მიშლაევსკი (მიხეილ ბულგაკოვის „ტურბინთა დღეები“), ბატონი ფრანკი (გუდრიჩისა და ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“), ვანო (ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“), ცეზარი (ბერნარდ შოუს „ცეზარი და კლეოპატრა“), ტარტიუფი (მოლიერის „ტარტიუფი“) სანდრო (ო. ჩიჯავაძის „თხუნელა“) და სხვ. პიასეცკის მნიშვნელოვან დადგმებს შორისაა გ. მატვეევის „დელიკატური ოპერაცია“, ვ. კოროსტილიოვის „დონ კიხოტი იბრძვის), მატუხოვის „ამნისტია“, და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „ჩარი რამა“ და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 738, ISBN 99928-20-32-2.