მაგიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგიდა — ავეჯის ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც აქვს ზედა ბრტყელი ზედაპირი და რამდენიმე ფეხი. გამოიყენება საოფისე,საოჯახო,სასადილო და სხვა დანიშნულებისამებრ. ყველაზე უბრალო ტიპის მაგიდა სასადილოს მაგიდაა. ყავის მაგიდა კი ძირითადად საცხოვრებელ სახლებშია გავრცელებული და შედარებით დაბალი სიმაღლისაა.

სიტყვის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა მაგიდა ფრანგულ ენაში წარმოიშვა. ძველ ინგლისურად ის ითქმოდა, როგორც ტაბელი, ხოლო ლათინურად ტაბულა. ის ნიშნავდა დაფას. მაგიდამ მალევე ჩაანაცვლა სიტყვა BORD.

ფორმა, სიმაღლე, ფუნქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიდები იქმნებოდა სხვადასხვა ფორმის, ზომის, მასალისა და დანიშნულების. მაგიდების უმეტესობა დამზადებულია ხით. ზოგი კი მზადდება სხვა მასალით როგორიცაა მინა და რკინა. ერთ ცენტრალურ ფეხიან მაგიდას საყრდენიანი მაგიდა ეწოდება. რაც უფრო დიდია მაგიდა მით უფრო მეტი დამატებითი ფეხი ესაჭიროება წონასწორობის დასაცავად. მაგიდა შეიძლება იყოს მრავალი ფორმის, მაგალითად : მართკუთხა, კვადრატული, მრგვალი, ოვალური და სხვა ნებისმიერი ფორმის. მაგიდების უმეტესობას თავისი ფუნქცია გააჩნია. სალაშქრო მაგიდას მარტივად გადაზიდვადობის ფუნქცია აქვს, სასადილო მაგიდას კი ბევრი ადამიანის დატევა შეუძლია მის გარშემო. მაგიდებს ,რომლებიც კედელთან იდგმევა, კონსოლური მაგიდები ჰქვია.

მაგიდის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ფორმის, სიმაღლისა, და ზომის მაგიდები განკუთვნილია კონკრეტული მომხმარებლებისთვის:
  • სასადილო მაგიდა - განკუთვნილია ფორმალური სასადილოსთვის.
  • ღამის მაგიდა - პატარა მაგიდაა რომელიც ხშირად გამოიყენება მოსახერხებელი განთავსებისთვის, მასზე შესაძლებელია მოთავსდეს პატარა ნათურა, მაღვიძარა, სათვალე ან სხვა პირადი ნივთი.
  • ყავის მაგიდა-დაბალი მაგიდაა განკუთვნილია მცირე წახემსებისთვის. მოსახერხებელად განთავსდება სასმელები, წიგნები, ან სხვა პირადი ნივთები.
  • სასწავლო მაგიდა - გამოიყენება საოფისე სამსახურისთვის, სამეცადინოდ, ასევე რემონტის დროს მასზე ასასვლელადაც.
  • საჟურნალო-სარემონტო მაგიდა - ზომით პატარა მაგიდა, რომელზეც აწყვია სარემონტო იარაღები. ისინი ხშირად გამოიყენება სხვა დანიშნულებით (მაგალითად, ჩაის წვეულებისთვის).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jump up ^ "table, n.". Oxford English Dictionary (3rd ed.). 2008. Retrieved 29 May 2016.
  • Jump up ^ Kenny et al. 2011, p. 236.
  • Jump up ^ Heyward, p20