ლუციუს ვოლკაციუს ტულუსი (კონსული ძვ. წ. 33)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუციუს ვოლკაციუს ტულუსი (ლათ. Lucius Volcatius Tullus) — რომაელი პოლიტიკოსი, რომის რესპუბლიკის კონსული ძვ. წ. 33 წელს.

ტულუსი იყო ლუციუს ვოლკაციუს ტულუსის ვაჟი, რომელსაც ძვ. წ. 66 წელს კონსულის თანამდებობა ეკავა. ძვ. წ. 46 წელს ტულუსი საქალაქო პრეტორად აირჩიეს,[1] მომდევნო წელს კი მას სამართავად კილიკიის პროვინცია ერგო, რომელსაც ძვ. წ. 44 წლამდე განაგებდა. მან გადაწყვიტა არ დახმარებოდა გაიუს ანტისტიუს ვეტუსს, სირიის გუბერნატორს, რითაც საშუალებას აძლევდა კვინტუს ცეცილიუს ბაზუსს, ყოფილ გუბერნატორსა და კეისრის მოწინააღმდეგეს პართიელთა შემოსევამდე გაეძლო.[2]

შემდგომში, ძვ. წ. 33 წელს, ტულუსი კონსულად აირჩიეს,[3] მოგვიანებით კი აზიის პროკონსულად მსახურობდა ძვ. წ. 28-დან 27-მდე ან 27-დან 26-მდე.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Broughton, (1952), გვ. 295
  2. Broughton, (1952), გვ. 309
  3. Broughton, (1952), გვ. 413
  4. Broughton, (1952), გვ. 222
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მარკუს ანტონიუსი, ლუციუს სკრიბონიუს ლიბო და ემილიუს ლეპიდუს პაულუსი (სუფექტი)
რომის რესპუბლიკის კონსული
ოქტავიანესთან ერთად
ძვ. წ. 33
შემდეგი:
გნეუს დომიციუს აჰენობარბუსი და გაიუს სოზიუსი