ლუკინა-იამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკინა-იამა
კოორდინატები: 44°46′01″ ჩ. გ. 15°01′35″ ა. გ. / 44.76694° ჩ. გ. 15.02639° ა. გ. / 44.76694; 15.02639
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
აბსოლუტური სიმაღლე 1438 მ
სიგრძე 3731 მ
სიღრმე 1431 მ
აღმოჩენის წელი 28 სექტემბერი, 1992
ლუკინა-იამა — ხორვატია
ლუკინა-იამა

ლუკინა-იამა (ხორ. Lukina jama) — კარსტული მღვიმე ხორვატიაში. მდებარეობს ველებიტის ქედზე, ზღვის დონიდან 1438 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია კირქვებში. შესასვლელის ზომებია 22.5х5 მ. სიგრძე 3731 მ, სიღრმე 1431 მ.[1] ხორვატიის უღრმესი მღვიმეა. შესასვლელიდან 320 მ-ზე პრაქტიკულად ვერტიკალურია. 50 მ-დან 320 მ-მდე გვხვდება ყინული და თოვლი. 53 მ-დან 178 მ-მდე ორი გვერდითი დერეფანია. შესასვლელიდან 558 მ-ზე უკავშირდება მღვიმე ტროიამა, რის გამოც ცნობილია აგრეთვე ლუკინა-იამა-ტროიამას სახელწოდებით.[2] მოქცეულია ჩრდილოეთ ველებიტის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მღვიმე აღმოაჩინეს სლოვაკმა სპელეოლოგებმა 1992 წელს. 1994 წელს ფსკერზე აღმოაჩინეს წურბელას აქამდე უცნობი სახეობა Erpobdella mestrovi.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]