ლუიჯი გონძაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუიჯი გონძაგა (იტალ. Luigi Gonzaga; დ. 22 ოქტომბერი, 1539 — გ. 23 ოქტომბერი, 1595) — მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგის ფედერიკო II მესამე ვაჟი.

1565 წლის 4 მარტს მან იქორწინა ანრიეტა დე კლევეზე, ნევერის ჰერცოგის ფრანსუა I-ის ასულზე. 1562 წელს ფრანსუა I გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეები, ფრანსუა II და ჟაკი უშვილოდ გარდაიცვალნენ მომდევნო 1563 და 1564 წლებში. ასე რომ ქარწინების დროს ანრიეტა დე კლევე ნევერის საჰერცოგოს და რეტელის საგრაფოს ერთადერთი მემკვიდრე იყო.

ამ ქორწინებით ლუიჯი გონძაგა 1565 წელს ნევერის ჰერცოგი და რეთელის გრაფი გახდა. 1581 წელს რეთელის საგრაფო საჰერცოგოს რანგში იქნა აყვანილი. ლუიჯის და ანრიეტას 4 შვილი ჰყავდათ:

  • კატერინა (1568–1629) — 1588 ანრი I ვალუა, ჰერცოგი დე ლონგვიი.
  • ანრიეტა (1571–1601) — 1599 ანრი დე ლორენი, ჰერცოგი დე მაიენი.
  • ფედერიკო (1573–1574)
  • ფრანჩესკო (1576–1580)
  • კარლო I (1580–1637) — ნევერის და რეთელის ჰერცოგი ∞ 1599 კათარინა დე ლორენი, ჰერცოგ შარლ IV დე მაიენის ასული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]