ლუის კარერო ბლანკო
იერსახე
ლუის კარერო ბლანკო | |
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ივნისი 1973 – 20 დეკემბერი 1973 | |
დაბადებული | 4 მარტი, 1904 სანტონია, კანტაბრია, ესპანეთი |
გარდაცვლილი | 20 დეკემბერი, 1973 მადრიდი, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელი |
ლუის კარერო ბლანკო (ესპ. Luis Carrero Blanco; დ. 4 მარტი, 1904 — გ. 20 დეკემბერი, 1973) — ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, ადმირალი (1966), ნეოფრანკისტი. ესპანეთის მემარჯვენე და კონსერვატიული წრეები მას მიიჩნევდა როგორც ფრანკოს ავტორიტატული პოლიტიკის გამგრძელებელს.
1967 წლის ივლისიდან ვიცე-თავმჯდომარე, ხოლო 1973 წლის 8 ივნისიდან გარდაცვალებამდე, იმავე წლის 20 დეკემბრამდე იყო ესპანეთის მთავრობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯმდომარე. 1972 წლის კანონის თანახმად ფრანკოს სიკვდილის ან სხვა შემთხვევის შემთხვევაში მისი ფუნქციები სწორედ თავმჯდომარის — ლუის კარერო ბლანკოს ხელში გადადიოდა.[1] მოკლულ იქნა ტერორისტული აქტის შედეგად, ჩადენილი ბასკ ტერორისტულ ორგანიზაცია ეტას მიერ.