ლუის-კალვოს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუის-კალვოს პროვინცია
Provincia Luis Calvo
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 20°40′01″ ს. გ. 63°34′59″ დ. გ. / 20.66694° ს. გ. 63.58306° დ. გ. / -20.66694; -63.58306
ფართობი 13 299 კმ²
მოსახლეობა 23 180 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 1.6 კაცი/კმ²
Bolivia Chuquisaca Luis Calvo.png

ლუის-კალვო — პროვინცია ბოლივიაში, ჩუკისაკის დეპარტამენტში. ესაზღვრება სანტა-კრუსისა და ტარიხას დეპარტამენტებს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით პარაგვაის რესპუბლიკას. დასავლეთიდან-აღმოსავლეთით გადაჭიმულია 165 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 225 კმ-ზე. საერთო ფართობი 13 299 კმ²-ია. სახელი ეწოდა ბოლივიელი მუსიკოსის, ლუის კალვოს საპატივაცემოდ.

2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 23 180 ადამიანს. მათი 96.1% ლაპარაკობს ესპანურად, , 9.2% კეჩუას ენაზე, 0.4% აიმარაზე, და 26.1% სხვა ადგილობრივ ენებზე. 91.8% კათოლიკეა, 4.1% პროტესტანტი.

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან. დედაქალაქია ვილია-ვაკა-გუსმანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]