ლუისბურგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუისბურგის ციხესიმაგრე

ლუისბურგის ციხესიმაგრე (ინგლ. Fortress of Louisbourg; ფრანგ. Forteresse de Louisbourg) — ეროვნული ისტორიული ადგილი კეიპ-ბრეტონში, ახალი შოტლანდია, კანადა.

პირველი ევროპული დასახლება ლუისბურგის ტერიტორიაზე 1713 წელს დაარსდა. 1745 წელს ბრიტანელების მიერ მიტაცებული ციხესიმაგრე იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის პერიოდში. 1748 წლის შეთანხმებით დაუბრუნდა ფრანგებს ინდოეთის ქალაქ მადრასის სანაცვლოდ. შვიდწლიანი ომის პერიოდში კვლავ ბრიტანულმა არმიამ დაიკავა.

1961 წელს კანადის მთავრობამ მიიღო ქალაქის ერთი მეოთხედი ნაწილის აღდგენის გადაწყვეტილება. ამჟამად ლუისბურგის ციხესიმაგრე კანადის ეროვნული ისტორიულ ღირსშესანიშნაობაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]