ლუიზა მეი ოლკოტი
ლუიზა მეი ოლკოტი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 28 ნოემბერი 1832 |
დაბ. ადგილი | ამერიკა პენსილვანია გერმანთაუნი |
გარდ. თარიღი | 6 მარტი 1888 |
გარდ. ადგილი | ამერიკა, ბოსტონი, მასაჩუსეტსი |
დასაფლავებულია | მასაჩუსეტსი |
ფსევდონიმი | A. M. Barnard |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, რომანისტი |
ენა | ინგლისური ენა[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | |
ჟანრი | გოთიკური ლიტერატურა |
Magnum opus | პატარა ქალები, An Old-Fashioned Girl, პატარა კაცები, Jo's Boys, Work: A Story of Experience, Eight Cousins, Rose in Bloom, Under the Lilacs, Jack and Jill: A Village Story, Flower Fables და The Brownie and the Princess |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[2] |
ხელმოწერა |
![]() |
ლუიზა მეი ოლკოტი (ინგლ. Louisa May Alcott) — ამერიკელი ავტორი, რომანისტი, მოთხრობების ავტორი და პოეტი, ცნობილი გახდა როგორც ავტორი რომანისა პატარა ქალები (1868), ასევე შემდგომი რომანის პატარა კაცების (1871) და ჯოს ბიჭების (1886). იგი გაიზარდა ახალ ინგლისში, ტრანსენდენტალისტი მშობლების აბიგაელ ოლკოტის და ამოს ბრონსონ ოლკოტის ოჯახში. ის აღიზარდა იმ დროისათვის ცნობილ მოაზროვნესთა წრეში.
ოლკოტების ოჯახი ფინასურად მძიმე მდგომარეობასი იმყოფებოდა, ამიტომ ლუიზას ადრეული ასაკიდან უწევდა მუშაობა ოჯახის დასახმარებლად. მუშაობის პარალელურად ის მაინც წერდა და გამოსავალს მწერლობაში ეძებდა. მისმა ერთ-ერთმა პირველმა ნამუშევარმა 1860 წელს, კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. თავდაპირელად იგი ა. მ. ბერნანდის ფსევდონიმით წერდა.
1868 წელს პატარა ქალების გამოქვეყნებამ დიდი წარმატება მოუტანა მწერალს. წიგნი დაფუძვნებული იყო ლუიზას ოჯახის რეალურ ამბებზე, მისი და მისი სამი დის ბავშვობის ისტორიებზე. წიგნი კარგად მიიღო იმ დროინდელმა საზოგადოებამ და დღესაც საკმაოდ პოპულარული საბავშვო რომანია.
ოლკოტი იყო ფემინისტი, აბოლიტანისტი მწერალი. იგი არასოდეს გათხოვილა. ლუიზა მამის გარდაცაებიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა დამბლისგან ბოსტონში, 1888 წელის 6 მარტს.