ლოხ-რი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლოხ-რი
ტბა ლოხ-რი
ტბა ლოხ-რი
კოორდინატები: 53°30′ ჩ. გ. 7°58′ დ. გ. / 53.500° ჩ. გ. 7.967° დ. გ. / 53.500; -7.967
სიმაღლე ზღვის დონიდან 38 
სიგრძე 25 კმ
სიგანე კმ
ფართობი 105 კმ²
საშუალო სიღრმე 6,2 
მაქსიმალური სიღრმე 35 
ჩამდინარე მდინარეები შენონი
ინი
გამომდინარე მდინარე შენონი
ლოხ-რი — ირლანდიის რესპუბლიკა
ლოხ-რი
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

ლოხ-რი (ინგლ. Lough Ree; ირლ. Loch Rí) — გამდინარე ტბა ირლანდიაში, ფართობით მდინარე შენონის აუზის სამი მთავარი ტბიდან მეორე ადგილზეა ლოხ-დერგის შემდეგ. სხვა ორი მთავარი ტბიდან ერთი — ლოხ-ალენი ჩრდილოეთითაა, ხოლო მეორე — ლოხ-დერგი სამხრეთით. ტბის გასწვრივ არის რამდენიმე მცირე ტბა. ლოხ-რი გაწოლილია აღმოსავლეთით ლენსტერისა და დასავლეთით კონაქტის საგრაფოებს შორის. ტბაზე გაედინება მდინარე შენონი.

განლაგებულია მდინარე შენონზე, ზღვის დონიდან 38 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 105 კმ², საშუალო სიღრმე 6,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 35 მ.[1] ტბის სამხრეთ ბოლოს გაწოლილია ქალაქი ათლონი, რომელსაც გააჩნია ნავებისთვის განკუთვნილი ნავსადგური. ტბის ჩრდილოეთ ნაწილის ბოლოსაა მცირე ქალაქი ლეინსბორო-ბალილიგი. ტბაში რამდენიმე კუნძულია, რომელთაგან აღსანიშნავია ინჩკლერონი და ინჩბოფინი. ლოხ-რის კუნძულები ატარებდნენ როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ მნიშვნელობას, რითაც უზრუნველყოფდნენ კონტროლს მდინარე შენონზე.[2]

ტბის ჩრდილოეთ ნაწილშია კუნძული ინჩკლერონი, სადაც აღმართული იყო ადრექრისტიანული მონასტერი, რომლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.[3] ირლანდიური ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ კუნძულზე იქნა მოკლული დედოფალი მედბი. ვიკინგი ტურგეისი სიკვდილამდე აკონტროლებდა სანაპიროზე არსებულ მრგვალ ფორტს. 840 წელს ვიკინგებმა ლოხ-რიზე ბაზა მოაწყეს და დაარბიეს გარემომცველი მიწები.[2]

ისევე როგორც ირლანდიის სხვა რამდენიმე ლოხი, ლოხ-რიც მოექცა ყურადღების ცენტრში მასში ურჩხულის შესაძლო არსებობის გამო. 1960 წლის 18 მაისს სამმა მღვდელმა ტბაში ცხენისთავა ურჩხული დაინახა.[4] 2001 წელს ტბაში საძიებო ექსპედიცია წარმოებდა, რომელსაც ირლანდიის მასმედია აშუქებდა. პოპულარულია თევზჭერა და ნავით სეირნობა.

განვითარებულია გველთევზასნაირთა რეწვა. ტბა მონიშნულია როგორც კონსერვაციის სპეციალური ზონა და დაცვის სპეციალური ზონა. ტერიტორიის მხრივ მთავარი ჰაბიტატია საკუთრივ ტბა და ჭაობი.[5] აქვეა სეზონურად მიმომფრენი მცირე მურტალა. მნიშვნელოვანი ორნითოლოგიური ტერიტორიაა.[6] ჯიმ ო’კონორი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთელ სიგრძეზე გადაცურა ლოხ-რი 2012 წელს. მან 13 საათსა და 34 წუთში გაცურა 33,91 კმ.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]