ლორო ბორიჩის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორო ბორიჩის სტადიონი
[[ფაილი:|300პქ]]
წინა სახელები ვოიო კუშის სტადიონი
მდებარეობა შკოდერი, ალბანეთი
აშენდა 1950–1952
გაიხსნა 1952
აღდგა 1980-იანები, 2001, 2016
მესაკუთრე შკოდერის მუნიციპალიტეტი
ოპერატორი ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია და „ვლაზნია“
საფარი ბალახი
ტევადობა 16,022[1]

ლორო ბორიჩის სტადიონი (ალბ. Stadiumi Loro Boriçi) — მრავალფუნქციური სტადიონი შკოდერში, ალბანეთში. საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს საფეხბურთო კლუბი „ვლაზნია“ და ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისთვის. სტადიონზე მუშაობა დაიწყო 1950 წლის 17 მაისს და გაიხსნა 1952 წლის 1 მაისს.[2] სახელი დაერქვა კომუნისტი პარტიზანის ვოიო კუშის საპატივცემულოდ. 1980-იან წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1990 წელს, ალბანეთში კომუნისტური წყობილების დაცემის შემდეგ სტადიონს სახელი შეცვალა ყოფილი ფეხბურთელის, ლორო ბორიჩის პატივსაცემად. 2003 წლის 29 მარტს „ლორო ბორიჩი“ მასპინძლობდა ალბანეთსა და რუსეთის ნაკრებს შორის გამართულ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს. მატჩი დასრულდა ალბანელთა გამარჯვებით 3-1.[3]

2016 წელს მეორედ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ტევადობა 16,022-მდე გაიზარდა. „ქემალ სტაფას“ შემდეგ „ლორო ბორიჩი“ სიდიდით მეორე სტადიონია ალბანეთში.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://int.soccerway.com/teams/albania/ks-vllaznia-shkoder/70/
  2. Historia e stadiumit kombëtar Loro Boriçi
  3. Albania football team defeated Russia 3:1, 29 March 2003 EU-Football.info
  4. World Stadiums - Stadiums in Albania. World Stadiums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-25. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2010.