ლომჯარიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომჯარიებიგურული წარმოშობის ქართული გვარი. ლომჯარიები წარმოშობით გურიის სოფელ ჭანიეთიდან არიან.

გადმოცემის თანახმად, ლომჯარიები თავდაპირველად დიასამიძეები იყვნენ. სოფელ ჭანიეთში ცხოვრობდა წარმოსადეგი ვაჟკაცი ლომინა, რომელსაც ჰყავდა ცხრა ვაჟი. მისი დანახვისას ამბობდნენ, „ლომინა ჯარითო“, ანუ შვილებთან ერთადო. ეს გამონათქვამი გადაკეთდა გვარად ლომინისჯარია, ლომიჯარია. ლომინი დიასამიძე იყო, მის შთამომავლები კი ლომჯარიები გახდნენ. მეორე გადმოცემის მიხედვით ლომჯარიები თავიდან იასანიძეები და ნიგოითში ცხოვრობდნენ. მშენებლობის დროს მეფეს ერთ-ერთი იასანიძისთვის დაუვალებია დიდი ლოდის მთაზე ატანა. დავალების შესრულების შემდგომ კი უთქვამს, ამიერიდან იასანიძე კი არა, ლომჯანია (ლომის ჯანი) იქნებიო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 324-327, ISBN 978-9941-10-560-9.