დიასამიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიასამიძეები, ფეოდალური საგვარეულო სამცხე-საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელო ჰქონდათ ჩრდილო-აღმოსავლეთ სამცხეში. XVI საუკუნის დასაწყისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერისძეთა მამულს მტბევარის სამწყსოში, შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს - წურწყაბლის სამწყსოში. XV საუკუნის I ნახევარში დიასამიძეების სახლი ქართლის მეფეებს უჭერდა მხარს სამცხე-საათაბაგოს ქართლთან შეერთებისათვის ბრძოლაში. 1548 წელს დიასამიძეების და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I-მა დაიპყრო ჯავახეთი და მდინარე მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ 1553 წელს ირანის შაჰმა თამაზ I-მა დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 1576-1578 წლებში დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578 წელს ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI-XVIII საუკუნეებში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის კათალიკოსები, მცხეთის ბოქაულთუხუცესები, ჯვრის მონასტრის წინამძღვარები და სხვა; კახეთშიბოდბელები. XVII საუკუნის 30-იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]