ლომისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომისის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ელოიანის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნანგრევებად ქცეული კომპლექსიდან ყველაზე უკეთ შემორჩა ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი. დანარჩენი ნაგებობანი ფიქალით ყოფილა აგებული. კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე, აქედან პირველი სართული თითქმის მიწითაა ამოვსებული. ჩრდილოეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. გადარჩენილ სამ კედელზე სათოფურებია. შემონახულია სართულ შუა გადახურვის კოჭის ბუდეები, დასავლეთ კედელზე კი ნისკარტა სალოდე. ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა მნიშვნელობის და სახეობის დადგენა გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. აქა-იქ მიმოფანტულია გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 63-64