შინაარსზე გადასვლა

ლომისის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომისის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელოთის მიდამოებში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლის მიდამოებში მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთი კედლის მცირე ნაწილი. ნაგებია ნაცრისფერი, ფლეთილი ქვით. ტერიტორიაზე მიმობნეულია დიდი ზომის ქვები.

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 29