ლიხაურის მაცხოვრის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაცხოვრის ხატი

ლიხაურის მაცხოვრის ხატი — მაცხოვრის ოქროს პერანგიანი ხატი (0,24x0,17 მ.) ლიხაურის ეკლესიიდან.

1873 წელს ხატი პირველად მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ, 1890 წელს ნიკოდიმ კონდაკოვმა შეიტანა თავის ნაშრომში. მაცხოვრის ხატი ასევე შეტანილია დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაშიც (№2016).

ხატს უკან ჰქონდა ვერცხლის დაფა ასომთავრული წარწერით:

ვიკიციტატა
„Ⴕ. ႦႤႱႧႠ: ႠႰႱႧႠႱႠ: ႠႰႱႨႱႠ: ႶႫႰႧႨႱႠ: ႫႫႨႱႠ: ႧႠႬႠႰႱႭ: ႶႫႰႭ: ႻႭ: ႨႤႱႭ: ႹႬႧႨႱ: ႹႤႬႣႠႫႣႤ: ႣႠႫႣႪႤႡႨႧ: ႩႺႵႫႬႨႪႭ: ႳႬႣႭႧႠ: ႫႼႨႱႠ: ႬႨႥႧႧႠႨႧ: ႢႨႫႩႭႡ: ႱႠႾႤႱႠ: ႼႫႣႨႱႠ: ႾႠႲႨႱႠ: ႸႤႬႨႱႠ: ႱႠႱႼႠႳႪႧႠႢႬ: ႱႠႸႨႬႤႪႱႠ: ႻႥႨႱႠ: ႣႠ: ႬႹႨႱႠ: ႫႭႱႠႥႨ: ႸႤႬ: ႣႠႫႬ: ...ႪႨ...Ⴜ...ႦႭႡႠႧႠ: ႸႤႬႨ: ႻႤ: ႣႨႣႨႱႠ: ႱႠ...ႧႾႺႤႱႨႱႠ: ႡႵႨႱႠ: ႠႧႡႢ: ႣႠ: ႱႫႺႾႨႱႠႱ... ႱႪႰႨ: ႸႦႥႠ: ႰႠႨႧႠ: ႫႺႰႤႱႠ: ႬႺႥႦႬႤ: ႠႵႱႠ: ႠႫႠႱ: ႬႽႬႨ: ႼႷႠႪႭႡႠႧႠ: ႸႤႬႧႠႬႨ: ႣႠ: ႫႤႰႫႤႱႠ: ႫႠႱ: ႦႨႠႰႫႷႭ: ႫႠႰႿႥႬႨႧ: ႸႤႬႱႠ: ႫႣႢႭႫႠႰႤႧႠ: ႧႠႬႠ:“
(ქ. ზესთა არსთასა არსისა ღმრთისა მამისა თანაარსო ღმერთო ძეო იესო ჩვენთვის ჩუენდამდე დამდაბლებით კაცთქმნილო, უნდოთა მიწისა ნივთთაით გიმკობ სახესა წმიდისა ხატისა შენისა სასწაულთაგან საშინელსა ძვისა და ნჩისა მოსავი შენ დამნ...ლი...წ...ლობათა შენი ძე დიდისა სახლთუხუცესისა ბექისა ათაბეგ და სამცხისას სპასალარი შალვა რაითა მცირესა ნცვლნე აქსა ამას ნიჭნი წყალობათა შენთანი და მერმისა მას ზიარმყო მარჯვნით შენსა მდგომარეთა თანა.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]