ლიტოტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ლიტოტესი (ბერძ. λιτότης) — ჰიპერბოლის საპირისპირო მხატვრული ხერხი, ტროპის მარტივი სახე. ლიტოტესი ნიშნავს დამცირებას და წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან „მცირე“.

ლიტოტესი გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“, სადაც რუსი ოფიცერი ასე ახასიათებს თბილისს: „აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი, ერთი თავიდან რომ გადააფურთხო, ქალაქის ბოლოს დაეცემა“, რითაც ოფიცერი გულისხმობდა, რომ ქალაქი ძალიან პატარა იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]