შინაარსზე გადასვლა

ტროპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტროპი (მკერდი).

ტროპი — ენობრივი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, რომლის ერთ-ერთი ზუსტი განსაზღვრა ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. იგი ეკუთვნის რომაელ ორატორს მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს: „ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როდესაც ხდება მნიშვნელობის გამდიდრება“. მთავარია მკითხველმა შეძლოს „მნიშვნელობის გამდიდრების“ დანახვა, ანუ იმ ახალი აზრის დანახვა, რომელიც ჩნდება მხატვრულ ტექსტში სიტყვის „გარდასახვის“ მეშვეობით.

ისტორიის გარკეეულ მონაკვეთში ტროპს ლიტერატურათმცოდნეები და ლინგვისტები განიხილავდნენ, როგორც ფორმალურ ელემენტს, გარედან შემოტანილს მეტყველების „მორთვის“ მიზნით. ტროპის თეორიასთან ამგვარმა დამოკიდებულებამ, კვლევებში მისი შემოქმედებითი ასპექტის გაუთვალისწინებლობამ XX ს. შუა წლებისთვის ტროპი აქცია პოეტიკისა და სტილისტიკის ფორმალურ ნაწილად.[1]

თანამედროვე ენათმეცნიერებაში ტროპი შეიძლება ჩაითვალოს სისტემად, რომლის ელემენტებიც – ცალკეული ტროპები – იერარქიულად ორგანიზებულია.[1]

იმის მიხედვით, თუ რა ნიშნების საფუძველზე და როგორ ხდება საგნის, მოვლენის სახელწოდების (მნიშვნელობის) გადატანა, გარჩეულია ტროპის სახეები. [1]

ტროპის მარტივი სახეებია:

რთული სახეებია:

ტროპის სახეებია აგრეთვე სინეკდოქე, მეტონიმია, გაპიროვნება და მეიოზისი.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ც. ბარბაქაძე. ტროპი ქართული.