ლისა (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლისა — ძველი ნასოფლარი საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობდა მაღალი მთის კალთაზე.

ლისა, ანუ ზემო ლისა უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. ტყით დაფარულ მთის წვერზე დარჩენილია ერთი კოშკი და ეკლესია. სავარაუდოდ სამსართულიანი კოშკი ძველია, ნაგებია კლდის ქვით, დუღაბით, სართულები ჩაქცეულია. გეგმით ოთხკუთხაა, სიგრძე – 9 მ, განი – 6,5 მ, სიმაღლე – 10 მ. II სართულს აქვს ერთი შესასვლელი კარი; კოშკს სათოფურები არა აქვს; აღმოსავლეთის კედელზე მიშენებულია პატარა დარბაზული ეკლესია, რომელსაც უწოდებენ ლისის ჯვარს. ეკლესია ნაგებია ქვითკირით და გადახურულია ქვაფიქლით. ფართ. 6 მ * 3 მ. საკურთხეველში გამოჭრილია ერთი სარკმელი, ორივე მხარეს ჩაშენებულია ქვევრი რეზონანსისათვის. შესასვლელი კარი სამხრ-იდანაა. კარის თავზე მომრგვალებული დიდი ლოდია, რომელზედაც ამოჭრილია 8-სტრიქონიანი ნუსხა-ხუცური წარწერა. ზოგი პწკარი ნაკლულია, ასოებიც მკრთალად ჩანს და ძნელი წასაკითხია. წარწერა მშენებლებისაა და პალეოგრაფიულად მიეკუთვნება XV–XVI სს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]