ლირას ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლირას ბრძოლას
უგანდა-ტანზანიის ომის ნაწილი
თარიღი 1979 წლის 15 მაისი
მდებარეობა ლირა და მისი შემოგარენი, უგანდა
შედეგი ტანზანია-UNLF-ის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ლირა ოკუპირებულია ტანზანია-UNLF ძალების მიერ
მხარეები
ტანზანია

უგანდის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი

უგანდა
მეთაურები
იმრან კომბე

როლანდ ჩაჩა

დევიდ ოიტე-ოჯოკი

უცნობია
ძალები
5000 დაახლ. 300
დანაკარგები
დაიღუპა 4 ტანზანიელი

დაიჭრა 4 ტანზანიელი

დაიღუპა 70+

18 დაატყვევეს

ლირას ბრძოლა- ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა უგანდა-ტანზანიის ომში, რომელიც გაიმართა ტანზანიასა და უგანდის ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის (UNLF) მოკავშირეებსა და იდი ამინის ლოიალისტ უგანდის არმიას შორის, 1979 წლის 15 მაისს.

1971 წელს იდი ამინმა უგანდაში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და დაამყარა სასტიკი დიქტატურა. შვიდი წლის შემდეგ მან სამხრეთით მდებარე მეზობელ ტანზანიაში შეჭრა სცადა. ტანზანიელებმა შეტევა მოიგერიეს და უგანდის ტერიტორიაზე კონტრშეტევა წამოიწყეს. მთელი რიგი ბრძოლების შემდეგ, ამინის რეჟიმი დიდწილად დაინგრა, რის შემდეგაც ტანზანიამ და მისმა უგანდელმა მოკავშირეებმა UNLF-ში დაიწყეს ამინის უკანასკნელი თავშესაფრების გასუფთავება უგანდას აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალაქი ლირა, რომლის აღებაც ტანზანიის 201-ე ბრიგადისა და UNLF-ის კიკოსი მაალუმის ძალებს დაევალათ

ლირასთან მიახლოებისას ტანზანია-UNLF ძალები ორ ჯგუფად გაიყო. ძირითადი ძალები ქალაქს სამხრეთიდან უტევდნენ. მეორე ძალას დაევალა დასავლეთის მისადგომებთან ჩასაფრება, რათა გაენადგურებინათ უგანდას არმიის ჯარები, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქიდან გაქცევას. 1979 წლის 15 მაისს ტანზანიის ხელმძღვანელობით ჯარებმა დაიწყეს შეტევა ლირაზე და გარნიზონმა დაიწყო უკანდახევა. უკანდამხევი ჯარისკაცების ერთი კოლონა ლირასკენ მიმავალ ტანზანიურ-UNLF-ის ჯარებს შეხვდნენ და თითქმის მთლიანად განადგურდნენ. შესაბამისად, ტანზანიელებმა და UNLF-ის მებრძოლებმა ლირა ძლიერი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს იდი ამინმა წამოიწყო სამხედრო გადატრიალება, რომელმაც დაამხო უგანდას პრეზიდენტი მილტონ ობოტეს მმართველობა. ამან გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება მეზობელ ტანზანიასთან. ამინმა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და მართავდა ქვეყანას რეპრესიული დიქტატურის პირობებში.[1]1978 წლის ოქტომბერში ამინი შეიჭრა ტანზანიაში.[1] ტანზანიამ შეაჩერა თავდასხმა, მოახდინა ამინის საწინააღმდეგო ოპოზიციური ჯგუფების მობილიზება და დაიწყო კონტრშეტევა.[2][3]

რამდენიმე თვეში ტანზანიის სახალხო თავდაცვის ძალებმა (TPDF) და მისმა უგანელმა მეამბოხე მოკავშირეებმა (გაერთიანდნენ ორგანიზაციის "უგანდის ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის" ქვეშ, შემოკლებით UNLF) დაამარცხეს უგანდის არმია რიგ ბრძოლაში და 1979 წლის 11 აპრილს დაიკავეს კამპალა, უგანდის დედაქალაქი. მისი სამხედროების დაშლით ან უკვე ღია აჯანყებით, ამინის მმართველობა დასრულდა.[4][3]კამპალადან გაქცევის შემდეგ, ის გაემგზავრა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ უგანდაში მდებარე ქალაქებში და მოუწოდა თავის დარჩენილ ძალებს „დაბრუნებულიყვნენ და ებრძოლათ მტერს, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში“,[5] მაშინაც კი, როდესაც ის ემზადებოდა გასაქცევად. [5][6] უგანდას არმიის ქვედანაყოფების უმეტესობამ აირჩია დანებება, დეზერტირება ან ტანზანიის ხელმძღვანელობით ძალებისთვის დამორჩილება,[5] მაგრამ ზოგიერთმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა ბრძოლა ამინის რეჟიმისთვის.[7]

უგანდა-ტანზანიის ომის ბრძოლების რუკა

ამრიგად, ტანზანიელებმა და UNLF-ის მოკავშირეებმა განაგრძეს წინსვლა აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ ჩრდილოეთ უგანდას დასაცავად.[8] ტანზანიის 201-ე ბრიგადას (იმრან კომბის მეთაურობით) და UNLF-ის მებრძოლთა უფრო მცირე რაოდენობას დაევალა დაეპყროთ ჩრდილოეთით მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქი ლირა.[9][10]UNLF მებრძოლები შედგებოდნენ კიკოსი მაალუმის წევრებისაგან, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ობოტის ლოიალისტები იყვნენ. მათ ხელმძღვანელობდა ლეიტენანტი პოლკოვნიკი დევიდ ოიტე-ოჯოკი.[11][12][13] მთელი ძალები შედგებოდა დაახლოებით 5000 ჯარისკაცისაგან.[14]ლირაში იყო უგანდის არმიის ერთ-ერთი უდიდესი ყაზარმა ქვეყანაში.[15]1979 წლის გაზაფხულის განმავლობაში ამინის ლოიალისტები ავიწროებდნენ, იტაცებდნენ და კლავდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, რადგან ბევრს ჰქონდა ტომობრივი კავშირი ობოტთან და შესაბამისად, ეჭვმიტანილად ითვლებოდნენ.[16]მათ ასევე შეინარჩუნეს საგზაო ბლოკი ქალაქში და ავიწროებდნენ გამვლელ სამოქალაქო პირებს.[17] კამპალას დაცემის შემდეგ, უგანდის არმიის ჯარები სამხრეთიდან გადავიდნენ ლირაში და ამან ადგილობრივი მოსახლეობის გაქცევა გამოიწვია. ჯარისკაცებმა გაძარცვეს ქალაქის ყველა მაღაზია და ბანკი.[18]

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლირა იყო ბოლო ადგილი, სადაც დაშლილი უგანდის არმია ცდილობდა მოეწყო ორგანიზებული სტენდი,[19] თუმცა ამინის ლოიალისტების მიმოფანტული ჯგუფები განაგრძობდნენ ბრძოლას ტანზანია-UNLF ძალებთან,[20] სუდანის საინფორმაციო სააგენტომ, რომელიც ცდილობდა კონფლიქტის ანტიისლამურ კამპანიად ჩათვლას, შეცდომით გაავრცელა ინფორმაცია, რომ TPDF-მა (ტანზანიის სახალხო თავდაცვის ძალები) დახოცა მუსლიმები ლირას ოკუპაციის შემდეგ. კომბემ ჩაჩის ბატალიონს საშუალება მისცა ქალაქში ოთხი დღე დარჩენილიყო გამოჯანმრთელების მიზნით. ომის საბოლოო მოქმედებაში, 201-ე ბრიგადამ შემდგომში მშვიდობიანად დაიკავა კიტგუმი, რომელიც დაიპყრეს ანტი-ამინის მილიციელებმა. ამით თეთრი ნილოსის აღმოსავლეთით მდებარე ყველა ქალაქი ამოიღო ამინის მომხრეთა კონტროლის ზონიდან.[21] ომი დასრულდა 3 ივნისს, როდესაც TPDF-მა მიაღწია სუდანის საზღვარს და განდევნა უკანასკნელი ამინის მომხრე ძალები უგანდადან.[20] უგანდის არმიის ნარჩენებმა შემდგომში რეორგანიზაცია მოახდინეს ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო რეგიონებში და 1980 წელს წამოიწყეს აჯანყება უგანდის ახალი მთავრობის წინააღმდეგ.[19]

ამავდროულად, კიკოსი მაალუმმა წამოიწყო მასობრივი დაქირავების კამპანია ლირასა და მიმდებარე რაიონებში. ამინის დამარცხების შემდეგ, სხვადასხვა მეამბოხე ფრაქციები, რომლებმაც შექმნეს UNLF, ემზადებოდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის. ლანგოს ხალხი, რომელიც ცხოვრობდა ლირას ირგვლივ რეგიონში, ითვლებოდა ობოტის მიმართ სიმპათიურად განწყობილად და ამრიგად, ფარულად აიყვანეს, გაწვრთნილი, შეიარაღებული და ორგანიზებული მებრძილები (კიკოსი მაალუმის ხელმძღვანელობით) იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ობოტს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში და მისი მეტოქეების განადგურებაში. ამ ომის სამზადისის გასაიდუმლოების მიზნით, კიკოსი მაალუმმა ძალით განდევნა ლირადან და აპაკიდან ყველა არალანგოს მცხოვრები.[12][22] ერთი ჯგუფი, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად დაზარალდა ამ პოლიტიკისგან, იყვნენ რეგიონის ნუბიელები, რომელთაც მიწები და ქონება ჩამოართვა ახალმა ხელისუფლებამ. ნუბიელები ითვლებოდნენ იდი ამინის პარტიზანებად.[23] სუდანის მთავრობის თანახმად, ლირაში ნუბიელების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობრივმა თავდასხმებმა აიძულა მათი ნაწილი ლტოლვილად გაქცეულიყო სუდანში.[24]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Honey/ჰანი, Martha/მართა (1979 წლის 5 აპრილი). „Anti-Amin Troops Enter Kampala/ანტი-ამინის ჯარები შედიან კამპალაში“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2018 წლის 7 ნოემბერი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Roberts 2017, pp. 160–161.
  3. 3.0 3.1 Sapolsky 2007, p. 87.
  4. Cooper & Fontanellaz 2015, pp. 36–37.
  5. 5.0 5.1 5.2 How Amin escaped from Kampala/როგორ გაიქცა ამინი კამპალადან (2016 წლის 8 მაისი). ციტირების თარიღი: 2019 წლის 8 თებერვალი.
  6. Faustin Mugabe/ფაუსტინ მუგაბე. I fled with Idi Amin into exile/იდი ამინთან ერთად გავიქეცი გადასახლებაში.
  7. Reid 2017, p. 71.
  8. Cooper & Fontanellaz 2015, p. 37.
  9. Cooper & Fontanellaz 2015, pp. 37–39.
  10. UGANDA: Attack/უგანდა: თავდასხმა (1979 წლის 17 მაისი). ციტირების თარიღი: 2019 წლის 7 თებერვალი
  11. Why Oyite-Ojok and Museveni developed bad blood in the '80s/რატომ განუვითარდათ ცუდი სისხლი ოიტე-ოჯოკსა და მუსვენის 80-იან წლებში. ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  12. 12.0 12.1 Kasozi 1994, p. 134.
  13. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Henry Lubega/ჰენრი ლუბეგა. . ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  14. Avirgan & Honey 1983, p. 182.
  15. Solomon Olweny/სოლომონ ოლვენი. Lira's orphaned mosque awaits love/ლირას ობოლი მეჩეთი სიყვარულს ელის. ციტირების თარიღი: 12 March 2019.
  16. Decker 2014, Chapter 8: Militant Motherhood.
  17. Singh 2012, p. 203.
  18. „65 Amin men slain in Tanzanian drive/65 ამინი მამაკაცი მოკლეს ტანზანიაში“. The Globe and Mail. Reuters & Associated Press. 1979 წლის 17 მაისი. p. 12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. 19.0 19.1 Cooper & Fontanellaz 2015, p. 39.
  20. 20.0 20.1 Roberts 2017, p. 163.
  21. Avirgan & Honey 1983, p. 187.
  22. Obote, the elephant in the room, shifts uneasily as Binaisa is shown the door/ობოტი, ოთახში მყოფი სპილო, უხერხულად მოძრაობს, როცა ბინაისას კარს აჩვენებენ (23 October 2012). ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  23. Henry Lubega/ჰენრი ლუბეგა. (2018 წლის 5 თებერვალი)Why Nubians have no cradle in Uganda/რატომ არ აქვთ ნუბიელებს აკვანი უგანდაში. ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  24. „The Ugandan Exodus/უგანდის გამოსვლა“. Sudanow. 4. 1979. p. 9.