ლინა მედინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლინა მედინა
ესპ. Lina Medina
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი 1933
უანკაველიკი პერუს დროშა პერუ
გარდ. თარიღი პერუ
მოქალაქეობა პერუს დროშა პერუ
მეუღლე(ები) რაულ ხურადო
შვილ(ებ)ი

2 ვაჟი

  • ხერარდო ალეხანდრო (1939—1979)
  • სახელი უცნობია (დაბ. 1972)
მშობლები მამა: ჩიბურელო მედინა[1]
დედა: ვიქტორია ლოზეა

ლინა ვანესა მედინა (ესპ. Lina Vanessa Medina; დ. 23 სექტემბერი ან 27 სექტემბერი 1933, უანკაველიკი, პერუ) — ყველაზე ახალგაზრდა დედა მედიცინის ისტორიაში, რომელსაც ბავშვი ეყოლა 5 წლის, 7 თვის და 17 დღისას.

არსებობს გარკვეული საპირისპირო მონაცემი ლინა მედინის ზუსტი დაბადების თარიღთან დაკავშირებით. ხოლო დაბადების ადგილად სახელდება ანტაკანჩა, პაურანფა ან ტიკრაპო, თუმცა, ყველა ეს ქალაქი განლაგებულია უანკაველიკის რეგიონში.

ბავშვის დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინა მშობლებმა საავადმყოფოში მიიყვანეს მუცლის გაზრდის გამო ხუთი წლის ასაკში. თავდაპირველად, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ექიმებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ გოგონა იყო შვიდი თვის ფეხმძიმე. დოქტორმა გერარდო ლოზადამ გოგონა წაიყვანა პერუს დედაქალაქ ლიმაში, შემდგომი გამოკვლევებისთვის, რათა ორსულობა დაედასტურებინა. ნახევარი თვის შემდეგ, 1939 წლის 14 მაისს, ლინას შეეძინა ბიჭი საკეისრო კვეთით, რომელსაც მენჯის განუვითარებლობის გამო მიმართეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elgar Brown (for Chicago Evening American). "American scientists await U.S. visit of youngest mother: Peruvian girl and baby will be exhibited, " San Antonio Light, July 11, 1939, page 2A.