ლივინგსტონის კუნძული (სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები)
ლივინგსტონის კუნძულის რუკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
62°36′ ს. გ. 60°30′ დ. გ. / 62.600° ს. გ. 60.500° დ. გ. | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 974 კმ² |
სიგრძე | 73 კმ |
სიგანე | 34 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1700 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
ლივინგსტონის კუნძული (ინგლ. Livingston Island; ისტორიული სახელი — სმოლენსკი) — კუნძული სამხრეთ შეტლანდის კუნძულების არქიპელაგში. მდებარეობს გრინვიჩის კუნძულსა (ბერეზინა) და თოვლის კუნძულს (მალი იაროსლავეცი) შორის.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის სიგრძეა 73 კმ, ხოლო სიგანე — 34 კმ. მისი ფართობია — 974 კმ². ყველაზე თბილი თვის (თებერვალი) ტემპერატურაა — +1,3 °C, ყველაზე ცივი თვის (აგვისტო) — −7 °C. 1988 წლიდან კუნძულზე მოქმედებს წმინდა კლიმენტი ორქიდელის (ბულგარეთი) ანტარქტიკული ბაზის პოლარული სადგური.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი აღმოჩენის თარიღის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, 1819 წელს ის აღმოაჩინა უილიამ სმიტმა, რომელმაც პირველმა მიაღწია სამხრეთ-შეტლანდის კუნძულებს, მაგრამ კუნძულის აღწერა მას არ გაუკეთებია. კუნძული აღწერა და მას სახელი უწოდა ფადეი ბელინსგაუზენმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ivanov, L. General Geography and History of Livingston Island. In: Bulgarian Antarctic Research: A Synthesis. Eds. C. Pimpirev and N. Chipev. Sofia: St. Kliment Ohridski University Press, 2015. pp. 17-28. ISBN 978-954-07-3939-7
- Ivanov, L.L. Livingston Island: Tangra Mountains, Komini Peak, west slope new rock route; Lyaskovets Peak, first ascent; Zograf Peak, first ascent; Vidin Heights, Melnik Peak, Melnik Ridge, first ascent. The American Alpine Journal, 2005. pp. 312-315.
- Gildea, D. Mountaineering in Antarctica: complete guide: Travel guide. Primento and Editions Nevicata, 2015. ISBN 978-2-51103-136-0