ლია ახალაძე
ლია ახალაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1966 (57 წლის) |
დაბ. ადგილი | სამტრედია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი |
ლია ახალაძე (დ. 14 იანვარი, 1966, სამტრედია) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით. 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს“. 1995 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008 წლებში თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი.
შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონოგრაფია, 1 სასკოლო და 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის თანაავტორობით.
დაჯილდოებულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელით, იაკობ გოგებაშვილის სახლობის მედლით და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.