ლიანა ხარატიშვილი
ლიანა ხარატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1938 კასპი, შიდა ქართლი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ინჟინერი, მეცნიერი |
წოდება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-საზომი კათედრის დოცენტი |
ლიანა ხარატიშვილი (დ. 25 მარტი, 1938, კასპი) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-საზომი კათედრის დოცენტი.
1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
მუშაობდა ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო ინსტიტუტის რადიოტექნიკის კათედრაზე, იყო დიმიტრი მენდელეევის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი.
1970 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა – „ავტომატიკის საშუალებების ფერომაგნიტური ელემენტების დინამიკური მახასიათებლების განსაზღვრის სტრობოსკოპული მეთოდის გამოკვლევა“.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ელექტრული გაზომვები: ნაწილი 1, თბ., 1980[1]
- ელექტრული გაზომვები: ნაწილი 2, თბ., 1982[2]
- ამოცანათა კრებული საზომ ტექნიკაში, თბ., 1999[3]