ლიანა კიკალიშვილი
იერსახე
ლიანა კიკალიშვილი (დ. 7 აგვისტო, 1951, მარტვილი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, ექიმი-პათოლოგოანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: ღვიძლის სისხლის მიმოქცევიდან დროებითი გამოთიშვის გავლენა ორგანიზმზე ნორმოთერმიის, ნაღვლის შეგუბების, ჰიპოთერმიისა და პრეპარატ „პლაფერონ ლბ“-ით მკურნალობის პირობებში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მორფოლოგიური ცვლილებები ჰეპატოციტებში ღვიძლის სისხლმომარაგებიდან დროებითი გამოთიშვის პირობებში“, დაიცვა 1988 წელს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 — ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავისა და კისრის ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია: სახელმძღვანელო, თბილისი, პოლიგრაფი, 2006, გვ. 339
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 152
- წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ. 78
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012, გვ. 339