ლეჩხუმის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეჩხუმის განძი — II ტიპის კოლხური ნახევარდრაქმების (ჰემიდრაქმების) განძი (309 ც.) აღმოჩენილია 1918 წელს. ე. თაყაიშვილის მიერ პარიზიდან დაბრუნებული მასალის პაკეტზე, რომელშიც ეს განძი იყო მოთავსებული, ე. პახომოვის ხელით აწერია: „Из Лечхумского клада“. ერთ-ერთი მონეტის ავერსზე, ადამიანის გამოსახულების კეფასთან მოთავსებულია ასო „O“. დაცულია საქართველოს ეროვნული-მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში (გ. ფ. №№6355–6664).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]