ლექს-სენი
| ლექს-სენი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ალექსანდრე ქავთარაძე |
| აგრეთვე ცნობილი როგორც | ლექს-სენი |
| დაბ. თარიღი | 18 ივლისი, 1981, თბილისი |
| წარმოშობა |
|
| ჟანრ(ებ)ი | რეპი, ჰიპ-ჰოპი |
| საქმიანობა | მომღერალი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ალექსანდრე (ლექსო) ქავთარაძე (ცნობილი სასცენო სახელით ლექს-სენი; დ. 18 ივლისი, 1981, თბილისი) — ქართველი რეპერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლექსო ქავთარაძე 1981 წლის 18 ივლისს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-4 ქართულ გიმნაზიაში. სწავლის პარალელურად ლექსო გატაცებული იყო მუსიკით: რეპით, ჰიპ-ჰოპით. სკოლის დასრულების შემდეგ, 1998 წელს, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძო.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლექს-სენმა პირველი სიმღერა სტუდენტობისას დაწერა, რომლის პრემიერაც სტუდენტურ დღეებზე გაიმართა. 2001 წელს მისი პირველი ჰიტი „არ თქვა უარი“ გამოვიდა. ამას მოჰყვა ჰიტები: „გაბედულად“, „მინდოდა გამეგო“ და ა.შ. 2002–2005 წლებში ლექსო სტუდია „მაესტროსთან“ თანამშრომლობდა. ამ პერიოდში შეიქმნა ჰიტები: „ხელები მაღლა“, „გაიგე“, „მისაბაძი კაცი“. 2006 წელს კი, მომღერალმა მსმენელს ახალი ჰიტები: „პატრიოტები“, „კოკოითი ფენდარასტ“, „არ იფიქრო“, „თქმა არ შემიძლია“ აჩუქა.[1].
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლექსს არ ვყიდი“ (2003)
- „სდექ“ (2004)
- „ამტანი“ (2005)
- „ჩემი ოქრო“ (2005)
- „ნახე“ (2007)
- „შენი ჯერია“ (2009)
- „სიგნალი“ (2013)
- „ეპოქა“ (2023)
- „საკაიფოდ ვარ“ (2024)
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს ლექს-სენი პროფესიით იურისტზე, უკრაინელ ტატიანა ბურლიაიზე დაქორწინდა[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.დაარქივებული ასლი. ციტირების თარიღი: 2013-08-23
- ↑ ლექს-სენი დაოჯახდა[მკვდარი ბმული]