ლეონტი სავარსამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეონტი სავარსამიძე (დ. 1778, მოზდოკი — გ. 1838) — რუსეთის იმპერიის ქართული წარმოშობის სამხედრო მოღვაწე, 1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანი; 1818 წლიდან - პოლკოვნიკი; 1827 წლიდან გენერალ-მაიორი; 1832 წელს მონაწილეობდა ჭარის ოლქის დაწყნარებაში; ასრულებდა ჭარ-ბელაქნის ოლქის უფროსის მოვალეობას. იყო მამაცი მეომარი, მიღებული ჰქონდა 5 ჭრილობა. საკუთარი ძალით გაიკვლია გზა, თუმცა სპეციალური განათლება არ ჰქონდა მიღებული. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთისა (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) ომებიში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]