ლეონიდ კურავლიოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლეონიდ კურავლიოვი
Kuravlev (cropped).jpg
მშობლიური სახელი Леонид Вячеславович Куравлёв
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1936
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 2022 (85 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ალმა-მატერი სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 19582015
ჯილდოები IV ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ საპატიო ნიშნის ორდენი

ლეონიდ ვიაჩესლავის ძე კურავლიოვი (რუს. Леонид Вячеславович Куравлёв; დ. 8 ოქტომბერი, 1936, მოსკოვი — გ. 30 იანვარი, 2022, იქვე) — რუსი მსახიობი. რსფსრ სახალხო არტისტი (1977).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (ბ. ვ. ბიბიკოვის სახელოსნო). 1960–1992 წლებში მოღვაწეობდა კინომსახიობის სახელმწიფო თეატრში (მოსკოვი). კინოში იყო 1958 წლიდან.

2022 წლის 10 იანვარს პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში, თუმცა COVID-19-ის ტესტები უარყოფითი აღმოჩნდა. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ კურავლევი საავადმყოფოდან ჰოსპისში გადაიყვანეს. გარდაიცვალა 30 იანვარს, 85 წლის ასაკში.[1]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონიდ კურავლიოვი ფილმში „ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“

პირველი წარმატება მოუტანა ვასილი შუქშინის ფილმებში შესრულებულმა როლებმა: პაშკა კოლოკოლნიკოვი („ცხოვრობს ასეთი ყმაწვილი“, «Живёт такой парень»), სტეპან ვოევოდინი („თქვენ ვაჟი და ძმა“ «Ваш сын и брат»). კურავლიოვის მიერ შექმნილი ხასიათები ადვილად საცნობი და არაერთმნიშვნელობიანია, როლის ნახატი გამოირჩევა დახვეწილი დამუშავებით. მსახიობს ახასიათებდა რბილი, ელფერებით მდიდარი შესრულების მანერა.[2]

საუკეთესო როლებს შორისაა: ხომა ბრუტი („ვიი“, «Вий»), შურა ბალაგანოვი („ოქროს ხბო“, «Золотой телёнок»), არკადი („დასაწყისი“, «Начало»), მილოსლავსკი („ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, «Иван Васильевич меняет профессию»), აფონია („აფონია“, «Афоня»). აგრეთვე გადაღებულია ფილმებში: „რობინზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავლები“ («Жизнь и удивительные приключения Робинзона Крузо»), „არ შეიძლება იყოს!“ («Не может быть!), „გლეხი ქალიშვილი“ («Барышня-крестьянка»), „ციმბირელი დალაქი“, («Сибирский цирюльник»), „თურქული გამბიტი“ («Турецкий гамбит») და სხვ.; ტელეფილმებში: კარუსელი («Карусель»), „ეძებეთ ქალი“ («Ищите женщину»); ტელესერიალებში: „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ («Семнадцать мгновений весны»), „შეხვედრების ადგილის შეცვლა არ შეიძლება“ («Место встречи изменить нельзя»), „დამსხვრეულ ფანართა ქუჩები“ («Улицы разбитых фонарей») და სხვ.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გარდაიცვალა ლეონიდ კურავლიოვი - საბჭოთა და რუსული კინოს პოპულარული მსახიობი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Куравлёв Леонид Вячеславович // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 372.