ლეონარდო ბოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონარდო ბოფი
Leonardo Boff.jpg
ინთრონიზაცია 1964
თანამდებობიდან წასვლა 1992
ეროვნება ბრაზილიელი
საცხოვრებელი ადგილი რიო-დე-ჟანეირო
საქმიანობა პედაგოგი
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი

ლეონარდო ბოფიბრაზილიელი სასულიერო მოღვაწე, თეოლოგი, პედაგოგი, პროფესორი, „განთავისუფლების თეოლოგიის“ მიმდევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ფილოსოფიას და თეოლოგიას სწავლობდა რიო-დე-ჟანეიროში. 1964 წელს ეკურთხა მღვდლად, 1965-70 წლებში სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილ ღვთისმეტყველებთან ლეო შეფჩიკთან და კარლ რანერთან.

ბრაზილიაში დაბრუნებული ბოფი გახდა სისტემატური თეოლოგიის პროფესორი პეტროპოლისის უნივერსიტეტში. აქტიურად დაიწყო წერა, ხელმძღვანელობდა კათოლიკური ეკლესიის გამომცელობას ბრაზილიაში, სადაც იბეჭდებოდა მისი თეოლოგიური ნაშრომები და წიგნები. 1985 წელს ვატიკანმა მას ერთ წლიანი სასჯელი დაადო — ჩამოართვა კათოლიკური თეოლოგიის სწავლების უფლება — თავისი თეოლოგიური მოსაზრებებისა და შეხედულებების გამო. ამის მიზეზი იყო ლეონარდო ბოფის თეოლოგიური პოზიციები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური სწავლებასთან. 1991 წელს მას მეორე სასჯელი დაუწესეს, ამჯერად ცელიბატის ინსტიტუტის კრიტიკის გამო. ბოფი ჩამოშორებულ იქნა ეკლესიის საგამომცემლო საქმიანობას. 1992 წელს ლეონარდო ბოფმა საკუთარი ნებით დატოვა ფრანცისკანელთა ორდენი და სამღვდელო ხარისხი.

დღეისათვის ასწავლის რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთიკასა და სულიერებას, პარალელურად აქტიურად არის ჩართული სოციალურ საქმიანობაში, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვით საკითხებში. ბოლო ათწლეულია ავითარებს „სიცოცხლის თეოლოგიას“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: