ლელწამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლელწამა, მეჩალიაბეღურასნაირთა რიგის რამდენიმე გვარის (Acrocephalus, Cettia, Horeites, Locustella, Pharagmaticola) საერთო სახელწოდება. ლელწამას მუცლის მხარე ღია ფერია, ზურგის მხარე — მურა — ერთფეროვანი ან კოპლებიანი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 8 სახეობაა (ამათგან მობუდარია 6, მიმოფრენი — 2). ბინადრობენ ბუჩქნარებში, ლერწმებში, ლელქამშში, მდინარის ნაპირებზე, ტყეში, ადამიანის სამოსახლოში. დებს 4-6 კვერცხს. იკვებება მწერებით, პატარა ლოკოკინებით. სასარგებლო ფრინველებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]