ლეიკლენდ-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეიკლენდ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 7-8 კგ.
სიმაღლე 33-38 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ლეიკლენდ-ტერიერი (ინგლ. Lakeland Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.

მუშა ლეიკლენდ-ტერიერები სწრაფები, ცხოველის მიმართ დაუნდობლები იყვნენ, ისინი თავის მსხვერპლს მისდევდნენ ქვის გრუმტზე და უშიშრად ერთვებოდნენ თავისზე დიდ ცხოველთან ბრძოლაში. ლეიკლენდი, შესაძლოა ძველ-ინგლისური შავ-ხორბლისფერი ტერიერის შთამომავალია, რომელმაც სათავე დაუდო ველშ-ტერიერს. ჯიშის ისტორიაში იყო უდიდესი პოპულარობის პერიოდები (ლეიკლენდმა მოიპოვა „აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საუკეთესო საგამოფენო ძაღლის“ ტიტული), მაგრამ ტერიერების უფრო „მოდურ“ ჯიშებთან შედარებით მათი რაოდენობა დღესდღეობით მცირეა.

ლეიკლენდ-ტერიერი საკმაოდ ჯიუტი ძაღლია და მომთმენი პატრონი სჭირდება. აქვს უხეში ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი, ჟღალი შავით, ჟღალი თეთრით. კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, კარგი მოდარაჯეა, ძნელად იწვრთნება, ცუდად ეგუება სხვა ძაღლებს. აქვს ძალიან ძლიერი ყბები, რომელთაც ულვაშები ფარავს. კუდი თითქმის ვერტიკალურადაა განლაგებული. მუქ თვალებს გამჭოლი, უშიშარი გამოხედვა ახასიათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: