ლევ გოლოვნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევ ვასილის ძე გოლოვნია (რუს. Лев Василевич Головня; დ. 26 იანვარი, 1893, ქუთაისი — გ. 22 სექტემბერი, 1969, თბილისი) — საქართველოში სპორტული ფარიკაობის პიონერი, ეთნიკური უკრაინელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1961), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1957), სპორტის საპატიო მსაჯი (1955). ასევე იყო სამონადირეო ძაღლების მსაჯი და ექსპერტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1919–23 წლებში ვოკალის განხრით სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში. 1919–22 წლებში იყო თბილისის „სკაუტის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 1922 წელს – პირველი ქართული დივიზიის ფიზაღზრდის ინსტრუქტორი. 1932 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1935–36 წლებში იქვე განაგებდა ფარიკაობის კათედრას. 1937–1964 წლებში იყო თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე. მისი მრავალრიცხოვანი გამოკვლევებიდან აღსანიშნავია საფარიკაო ფაზის ჩაწერის გრაფიკული მეთოდი (რუსულ ენაზე, 1938).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]