ლევან ცქიტიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ცქიტიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ლოტკინი
წინა სახელები რომანოვის ქუჩა, პროლეტარის ქუჩა, ივანე ინწკირველის ქუჩა

ლევან ცქიტიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ლოტკინი); ვასილ თამარაშვილის II შესახვევიდან ეფრემ ზაქარიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც რომანოვის ქუჩა (სახელი დაერქვა რუსეთის სამეფო გვარის პატივისცემისა და ერთგულების დასამტკიცებლად). 1922 წელს — პროლეტარის, 30-იან წლებში — ივანე ინწკვირელის (დატანილია თბილისის 1934 წელს გეგმაზე), 1995 წელს კი ლევან ცქიტიშვილის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]