ლევან სამხარაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან სამხარაული - დაიბადა 1980 წლის 24 მარტს, ყვარელში. მისი პროფესიული საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იურისპრუდენცია. 24 წლის ასაკში დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელად. 2004 წლამდე სასამართლო-საექსპერტო ფუნქციები სხვადასხვა უწყებაში იყო გაბნეული, რაც ამ სფეროს განვითარებას, მიუკერძოებლობას და ფუნქციონირებას ხელს უშლიდა.

ლევან სამხარაულის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად შეიქმნა ახალი უწყება "სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო", რომელიც ექსპერტიზის დარგში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრია. 2005 წელს, ლევან სამხარაული 25 წლის ასაკში მოკლეს. 2006 წელს ლევან სამხარაულის სახელი მიენიჭა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.[1]

დანატოვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის აპრილში ლევან სამხარაულის დის - ნუკი სამხარაულის იდეითა და რედაქტორობით გამოიცა წიგნი "მე არსად სხვაგან არ ვარ", რომელშიც თავმოყრილია ლევან სამხარაულის მიერ 19-20 წლის ასაკში შესრულებული ნახატები, ლექსები და ჩანახატები.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სამხარაული ლ., "მე არსად სხვაგან არ ვარ", თბ., 2021 წელი