ლევან გოთუას სახლი და საფლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან გოთუას სახლი და საფლავი — ისტორიულ-მონუმენტური ხელოვნების ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ მწერალს ლევან გოთუას (1905–1973 წლები), ავტორს ისტორიული რომანების, ისტორიულ თემაზე დაწერილი მრავალი მოთხრობის, პიესის და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებისა.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურით. მწერლის სამუშაო ოთახი მეორე სართულზეა. ამ სახლში დაამთავრა მწერალმა „გმირთა ვარამის“ მე-4 ტომი, „მითრიდატე“ და „სერაფიტი“.

ეზოში მწერლის საფლავია. კურსების გრანიტით მოპირკეთებულ დაბალ ოთხკუთხა კვარცხლბეკზე დგას ბრინჯაოს სიმბოლური ფიგურა, რომელსაც მარჯვენა ხელში ხმალი და ფარი, ხოლო მარცხენაში გაშლილი წიგნი უჭირავს. ფიგურა მოჩარჩოებულია „ეტრატით“ (მოქანდაკე ჯ. თუშურაშვილი, არქიტექტორი გ. კავთიაშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]