ლგბტ უფლებები საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ერთადერთია, რომელიც პირდაპირ კრძალავს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას კანონმდებლობით. ამისდა მიუხედავად, ჰომოსექსუალობა ითვლება მართლმადიდებლური ღირებულებებიდან დიდ გადახვევად.

ერთსქესიანი სექსუალური აქტების ლეგალურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს საბჭოთა კავშირის კრიმინალურ კოდექსს დაემატა 121-ე მუხლი, რომელიც კრძალავდა კაცების ჰომოსექსუალობას. „დამნაშავეები“ ხუთ წლამდე ვადით ხვდებოდნენ შრომა-გამოსასწორებელ ციხეში. ისტორიკოსების აზრით, ამ კანონით იოსებ სტალინს სურდა ქვეყანაში შობადობის კოეფიციენტის გაზრდა. ამ კანონს ასევე აქტიურად იყენებდნენ დისიდენტურ მოძრაობების ორგანიზიებაში მხილებული ინდივიდების დასასჯელად. 1991 წლიდან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რის გამოც ამ კანონონით აღარავინ ისჯებოდა. 2000 წელს საქართველოს მთავრობამ განაახლა კრიმინალური კოდექსი, რათა ევროსაბჭოს სტანდარტებს მიახლოებოდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლების თანახმად როგორც ჰეტეროსექსუალ, ასევე ჰომოსექსუალ ადამიანებს 16 წლიდან აქვთ სექსზე ნებართვის გაცემის უფლება.

დისკრიმინაციისგან დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლიდან, საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 2(3) კრძალავს დისკრიმინაციას სამუშაო სივცრეში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. 2012 წლიდან სექსუალობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული სასამართლოზე უფრო მკაცრი სასჯელის მინიჭების მიზეზი შეიძლება გახდეს.

2014 წლის 2 მაისს პარლამენტმა მიიღო ანტი-დისკრიმინაციული კანონი, რომელიც გმობს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ყველა სახის დისკრიმინაციას. ის ძალაში შევიდა 2014 წლის 7 მაისს.

სიძულვილით გამოწვეული დანაშაული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივის თანადგომის ჯგუფის (WISG) ჩატარებული კვლევის მიხედვით ლგბტ პირთა 32% ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, 89.93% კი ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი[1]. საშუალოდ, 134 ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიდან 73.13% გამხდარა ასეთი ძალადობის მსხვერპლი სამჯერ ან მეტჯერ, 13.43% - ორჯერ, 13.43% - ერთხელ. რესპოდენტებიდან 6 არასრულწლოვანი იყო (16-18 წლის). ექვსივეს თქმით ისინი ხშირად გამხდარან სკოლაში ბულინგის მსხერპლნი. ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 48 რესპოდენტიდან 73%-ს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის. ამის მიზეზად ასახელებენ შემდეგ ფაქტორებს: პოლიციის არაეფექტურობა - 21.62%, ჰომოფობიური მობყრობის შიში - 29.73%, პოლიციის არასერიოზული დამოკიდებულება საკითხის მიმართ - 21.62%. მათ შორის, ვისაც მიუმართავს პოლიციისთვის, 46.15% უკმაყოფილო იყო თავიანთი გადაწყვეტილებით, რადგან პოლიცია ჰომოფობიურად მოებყრო, 30%-ის თქმით პოლიცია მეგობრულად მოეპყრო, 23.08% აცხადებს რომ პოლიციას ჰქონდა ნეიტრალური განწყობა.

ტრანსგენდერთა იდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლიდან ტრანსგენდერ ადამიანებს საქართველოში შეუძლიათ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესისა და სახელის შეცვლა სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთების შემდეგ.

ლგბტ პირთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსპობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშვნელად გამოსული 50-მდე აქტივისტი 20 000-მდე ულტრა-კონსერვატმა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა დაარბია, რომლებსაც წინ სასულიერო პირები მიუძღოდნენ. დაშავდა 17-ზე მეტი. პოლიციამ ლგბტ აქტივისტები სამარშუტო მინი-ავტობუსების დახმარებით მრევლს გაარიდა.

2014 წლის 17 მაისიდან ჰომოფობიასთან და ტრანსპობიასთან ბრძოლის დღისადმი და საქართველოს პატრიარქის დაარსებული „ოჯახის სიწმინდის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში პარალელურ რეჟიმში აღინიშნება.

საზოგადოების დამოკიდებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოკითხვების თანახმად რესპოდენტების უმეტესობას ურჩევნია ლოთი კოლეგა, ჰომოსექსუალ კოლეგას სამუშაოზე. იგივე გამოკითხვებით მოსახლეობის 91.5% ფიქრობს რომ ჰომოსექსუალობა „სავსებით მიუღებელია“ მათთვის.[2]

2007 წლის ოქტომბერში, რუსთავი 2-ის რეალითი შოუ ბარი-4-ის ერთერთმა მონაწილემ, პაკო ტაბატაძემ პროდიუსერების დავალებით საჯაროდ გააკეთა განაცხადი თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ (კამინგ-აუტი). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის, ილია მეორის თხოვნის შემდეგ, პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა შოუს პროდიუსერები რამდენიმე დღეში დაეტოვებინა გეი კონკურსანტს სატელევიზიო შოუ.[3]

2016 წლის ივნისში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგების თანახმად საზოგადოების დამოკიდებულება გეი და ლეზბოსელი ადამიანების მიმართ ერთნაირად ნეგატიურია; ბისექსუალი კაცებისა და ტრანსგენდერი ქალების მიმართ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, ვიდრე ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი კაცების მიმართ.[1] კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქართველებში ბიფობია შედარებით უფრო მძაფრია, ვიდრე ჰომოფობია, რასაც ბისექსუალების ორიენტაციის „ცვალებადობით“ ხსნიან. ტრანსფობიას რაც შეეხება, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ტრანსფობები არიან, ვიდრე მდედრობითი სქესისანი. რესპოდენტთა პასუხების დიდი ნაწილი აიხსნება მათი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებით. მემარჯვენე რელიგიური ფუნდამენტალისტები უფრო ხშირად ავლენენ ჰომოფობიურ, ბიფობიურ და ტრანსფობიურ დამოკიდებულებებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]