ლაშა გახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაშა გახარია
დაბ. თარიღი 1947
დაბ. ადგილი მუხური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2004
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა და მეგრული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლაშა გახარია (დ. 1947, მუხური — გ. 2004) — ქართველი პოეტი. ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე.

მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში, 1966 წელს, როდესაც ის სწავლობდა მუხურის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც „მოძღვარ ნათლიასა“ და „ბიბლიას“ ეძახდა.

2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“.

უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 2004 წელს.

პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული „ირიათონი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]