ლაქტონები
იერსახე
ლაქტონები — ოქსიმჟავათა შიგა ციკლური ეთერები, რომელთა რგოლები შეიცავს — დაჯგუფებას. ლაქტონების წარმომქმნელი ოქსიმჟავების ტიპის მიხედვით განასხვავებენ β-, γ-, δ-, ε- ლაქტონებს და ა.შ. მაგალითად, β-პროპიოლაქტონი (დუღილის ტემპერატურა 155°C), γ-ბუტიროლაქტონი (tდუღ 203—204 °C), δ-ვალეროლაქტონი (tდუღ 218—220 °C).
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაქტონებს ახასიათებს არაციკლური რთული ეთერების თვისებები; მაგალითად, მჟავებთან ან ტუტეებთან გახურებისას ყოველი ლაქტონები ჰიდროლიზდება სათანადო ოქსიმჟავად, ხოლო ამინთან წარმოქმნის ამიდს. ლაქტონების პოლიმერიზაციის შედეგად მიიღება ხაზობრივი პოლიეთერები.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაქტონებს იყენებენ ორგანულ სინთეზში, წამლებისა და სურნელოვან ნივთიერებათა წარმოებაში.
ლაქტონების მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
β-პროპიოლაქტონი -
γ-ბუტიროლაქტონი -
D-გლიცინო-δ-ლაქტონი -
ε-კაპროლაქტონი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 146.