ლარგვისის ხატის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლარგვისის ხატის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ ხრომისწყაროს სამხრეთ განაპირას აგებულია სოფლის მთავარი სალოცავი ხატი. მისგან შემორჩენილია კედლები დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ნამსხვრევი კლდოვანი ქვა. მცირე ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია შესასვლელი. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა დარბაზი, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველს ჰქმნის. საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ნიშაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 112