ლარგვისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლარგვისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისის ქვენიფნევ ნასოფლარში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.

ეკლესია დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით მართკუთხედია, აღმოსავლეთით სწორკუთხა შებრტყელებული ნალისებრი აბსიდით. საკურთხევლის კედლის ნაწილი ჩამონგრეულია მიწის დონეზე. ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია სარკმლის მარჯვენა წირთხლი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. გრძივ კედლებს წყვილი, ორსაფეხურიანი პილასტრი ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. სამხრეთ კედელში არქიტრავული შესასვლელი და სარკმელია გაჭრილი. ინტერიერში აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები. ფასადებზე შეიმჩნევა შელესილობის კვალი. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები დაბზარული. იატაკი ამოვსებულია მიწით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 111-112