ლამბლიოზი
იერსახე
ლამბლიოზი | |
---|---|
![]() | |
დაავადების გამომწვევი უმარტივესი ლამბლია | |
დარგი |
infectious diseases, გასტროენტეროლოგია ![]() |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | A07.1. |
ICD-9 | 007.1 |
MedlinePlus | 000288 |
Patient UK | ლამბლიოზი |
MeSH | D005873 |
ლამბლიოზი — საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადება, რომელსაც იწვევს ლამბლია. ინფექციის წყაროა დაავადებული ან პარაზიტმატარებელი ადამიანი. დასნებოვნება ხდება ლამბალიებით დაბინძურებული საკვების ან წყლის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ვითარდება თანდათანობით, ახასიათებს კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა. დიაგნოზი ისმება ნაღველსა და განავალში ლამბალიების აღმოჩენის შედეგად.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლამბალიოზს მკურნალობენ დიეტით ან მედიკამენტებით (ფურაზოლიდონი, ამინოქინოლი).
პროფილაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წლის გაუსნებოვნება
- საკვები პროდუქტების დაცვა ლამბალიებით გაბინძურებისგან
- პირადი ჰიგიენის დაცვა
- დაავადების კერის დეზინფექცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 116.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლამბალიოზი www.mkurnali.ge
- Giardiasis Fact Sheet (ინგლისური)